22

543 28 0
                                    

დილით მზის სხივები სახეზე მანათებდნენ, რამაც გამოფხიზლება მაიძულა. ზანტად წამოვჯექი და საათს დავხედე. 10 ის ნახევარი იყო. ჩუსტებში ფეხები შევაცურე და წამოვდექი. ხალათი მოვიცვი, კარადიდან პირსახოცი გამოვიღე და სააბაზანოში შევედი. დღეს კვირაა ამიტომ დასვნების დღეს ვუწყობ ჩემს თავს. სააბაზანოში წყალი მოვუშვი და აბაზანის გავსება დავიწყე. სანამ აბაზანა გაივსებოდა ქვევით ჩავედი, ცოტა წავიხემსე და დედაჩემი გავაფრთხილე რომ 1 საათი მაინც მე იქიდან ამომსვლელი არ ვიყავი.
ოთახში ავირბინე, ყველაფერი გავამზადე და ცხელ წყალში გავწექი.
მიყვარს აქ ყოფნა, მხოლოდ მე და ცხელი წყლის ორთქლი. დასასვენებლად იდეალური დღის იდეალური დაწყებაა.
სხეულს იმდენად ვადუნებ რომ განძრევაც აღარ მინდა, ტელეფონს ხმა გამოვურთე და თვალები დავხუჭე. თვალწინ ჩემი და ჰარის მომავალმა ჩამიქროლა. სამი ბავშვით როგორ ვისვენებთ ჰავაის კუნძულებზე და კოქტეილით ხელში მზეს ვეფიცხებით. იმდენად გავერთე ამ ფიქრებში რომ რეალობას მოწყვეტილმა სულ გადამავიწყდა ყველაფერი. მხოლოდ ჰარიზე და ჩვენს მომავალზე ვფიქრობდი. შემდეგ ტელეფონი აბზუილდა რასაც ყურადღება არ მივაქციე და ფიქრი გავნაგრძე. უცებ ჩემი სახელის მკრთალი დაძახილი მესმის. თვალებს ვახელ და შიშისგან წამოვიკივლეე.
___ჰარიიი! რა ჯანდაბაა.
__უიმე რა გაყვირებს დამშვიდდი.
__რა მაყვირებს? ჩემს წინ დგახარ და შიშველს მიყურებ.
__მერე რა მოხდა ჩემი საცოლე ხარ.
__ჰარი აქედან მოშორდი თორე მალე აღარ ვიქნები შენი საცოლე.
__კარგი კარგი გავდივარ.

სასწრაფოდ ჩამოვიბანე თმა, წყალი გადავივლე და გამოვედი. ჰარი საწოლზე დამჯდარი დამხვდა ჩემს ოთახში.
__ჰარი ეს რა ჯანდაბა იყო.
__უბრალოდ..
__უბრალოდ სააბაზანოში შემომივარდი.
__დედაშენმა მითხრა რომ აქ იყავი და მეც ვეღარ მოვითმინე.
__გავაფრენნ, საერთოდ აქ რა გინდა?
__ჩაიცვი და გეტყვი.
__იმედია ამ დროსაც არ მომაშტერდები.
__კარგი არ გიყურებ.

paradise in Hell (დასრულებულია)Where stories live. Discover now