ტელეფონი გავთიშე და ქვევით ჩავედი. დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა, მამა კი ტელევიზორს უყურებდა.
__დედა მე გავდივარ.
__სად მიდიხარ? რამე შეჭამე და ისე წადი.
__სამხატვროში მივდივარ, ჯონათანიც იქ იქნება და რამეს შევჭამთ ერთად.
__კარგი შვილო.

ქურთუკი მოვიცვი, გარეთ გავედი ტაქსი გავაჩერე და სამხატვროსკენ წავედი. არც ისე შორს არის ჩემი სახლიდან ამიტომ მალევე მივედი, ფული მივაწოდე და გადმოვედი.
გასაღები ჩანთიდან ამოვიღე კარი გავაღე და შიგნით შევედი. "უჰჰ როგორ მომენატრე" გავიფიქრე, ჩანთა იქვე მაგიდაზე დავდე და ჯონათანს ველოდებოდი, როცა კარიდან სხვა სახემ შემოანათა.
__შენ აქ რა გინდა?
__რა მოხდა არ შეიძლება ჩემი მომავალი ცოლი ვნახო?
__ოჰჰ ჰარიი, დღეს დილით ერთად ვიყავით. ასე თუ გავაგრძელებთ ძალიან მივეჯაჭვებით ერთმანეთს.
__და მერე რა?
__რა და ჩემს გარეშე 5 წუთიც ვეღარ გაძლებ.
__შენც გარეშე 2 წუთიც ვერ ვძლებ. სულ შენზე ვფიქრობ და მენატრები მაშინაც კი როცა ჩემს გვერდით ხარ.
__რა საყვარელი ხარ, მოდი ჩემთან.
პიჯაკით ჩემსკენ მოვწიე და ჩვენი ტუჩები შევაერთე. ამასობაში კარიც გაიღო და ოთახში ჯონათანი შემოვიდა.
__უკაცრავად, რომ შეგაწყვეტინეთ.
__შემოდი ჯონათან.

მასთან მივედი და მოვეხვიე. მაშინათვე შევნიშნე ჰარის მზერა, როგორ უყურებდა ჯონათანს. ალბათ ეჭვიანობს. მეგონა ბოღმისგან გასკდებოდა, ამიტომ მასთან მივედი და ხელი ჩავკიდე.
სამივე დივანზე ჩამოვჯექით და საუბარი დავიწყეთ.
__აბა რა ხდება ახალი? (ჯონათანი)
__იცი რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში.
__თქვენს ცხოვრებაში? აბა გისმენთ.
__მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ჩვენ დავინიშნეთ.
ჯონათანის სახეზე სრული ქაოსი, დაბნეულობა შეინიშნებოდა და ასევე  მოულოდნელობაც.
__ვიცი რომ შენთვის მოულოდნელი ამბავია, მაგრამ...
__ ვაუუ, ეს როდის მოხდა?
__ჩემს დაბადების დღეზე.
__რამდენი რამ მოგისწრიათ სანამ მე წასული ვიყავი.
__კარგი აბა შენსკენ რა ხდება ახალი?
__ეს თქვენ ამბავთან შედარებით არაფერია,მაგრამ სამსახურში ამიყვანეს.
__ღმერთო ჩემოო, გილოცაავ. როგორ მიხარია. ნამდვილად არ შეცდნენ როცა შენ აგირჩიეს.
__მადლობა.
__ხო კარგია.( ჰარი)
__ჰარიი!
თვალები გადავატრიალე და მხარი ოდნავ მივარტყი. მანაც მაშინათვე შემომხედა  და ტუჩებით მანიშნა "რაა?".
__ესეიგი მიდიხარ?
__კი, ცუდია რომ  ხშირად ვეღარ გნახავთ, მაგრამ ვეცდები ყოველ კვირაში ჩამოვიდე შენს სანახავად.
__ხო, ხო ეცადე.(ჰარი)
__ჰარი ეჭვიანობა საჭირო არარის.
__ჰეჰ ეჭვიანობა? რა სისულელეა.
__კარგით დაწყნარდით.
__უნდა წავიდე, სამსახურისთვის რაღაცეები მაქვს მოსაგვარებელი.
(ჯონათანი)
__კარგი,იმედი კიდევ შევხვდებით სანამ წახვალ.
__ვეცდები.

ჯონათანმა ქურთუკი მოიცვა და კარები გაიხურა. მე და ჰარი ისევ მარტონი დავრჩით.

paradise in Hell (დასრულებულია)Where stories live. Discover now