23

930 53 3
                                    

   გავიღვიძე, წამოვდექი და აივნის კართან მივედი, ფარდები გადავწიე და ავინაზე შენობების სახურავები, რომლებიც თოვლით იყო გათეთრებული. ვგიჟდები ზამთარზე, მიყვარს ცივი დღეები, ღამეები, მიყვარს როდესაც სახეს ცივი სუსხი გიყინავს, თუმცა დიდი ხნით არ მანიჭებს ეს ყველაფერი სიამოვნებას. გამიხარდა თოვლი, რომ შევნიშნე, მართალია ცოტა მაგრამ თბილისისთვის ესეც გასაოცარია. ოთახიდან ხალათით გავედი და ყავის მომზადება დავიწყე

-დეე რას აკეთებ?-სამზარეულოში დედა შემოვიდა

-ყავას ვაკეთებ ჩვენთვის, შენიშნე პირველი თოვლი?

-ნუ დადიხარ ხალათით, ჩაიცვი წესიერად-შემომიბღვირა მამამ

-აუუ ნაძვისხე როდის უნდა ავაწყოთ?!-ვკითხე საყვარლად და თვალებში შევციცინებდი

-დღეს ავაწყოთ თუ გინდა-მითხრა დედამ

-არა დღეს ჩვენ არ გვცალია არ გახსოვს?-მამამ დედას გახედა-თუ გინდა შენ ააწყვე ვინმე მეგობართან ერთად

-კაი რაა! ერთად აგვეწყო-დავიწუწუნე

-მაშინ სხვა დროს იყოს

-არა! არა დღეს ავაწყობთ მე და ლილა

შაბათს ლექციები არ გვქონდა და ლილაც მალე მოვიდა ჩემთან. ბასის და კატოსაც დავურეკეთ, ცხელი შოკოლადები გავაკეთე და დიდი ფუმფულა პიჟმოებით დავტანტალებდი.

-წარმოგიდგენია? უკვე ახალი წელია!-ჩაფიქრებულმა გავხედე ლილას, რომელმაც კინაღამ კაკაო გადმოასხა პირიდან

-ოჰოო! ეს მართლა შენ ხარ?-კარზე ზარის ხმამ გაგვაწყვეტინა-მოვიდნენ ალბათ!-ლილა წამოხტა და კარი გაუღო

კატოს უკვე დიდი მუცელი ჰქონდა და ძლივს დადიოდა, ბასი კი ისევ ისეთი იყო, ოღონდ მოკლე შორტების გარეშე. სამზარეულოში ვიყავით და ორცხობილებს ვამზადებდით

-მუსიკას ჩავრთავ-ტაში შემოვკარი და დინამიკში ჩემი საყვარელი საახალწლო მუსიკა ჩავრთე

•ეს ამად ღირს•    დასრულებული✔Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ