15

1K 58 5
                                    

   საკურთხეველთან მდგარი ანდრია დავინახე, რომლეც ასევე გაოცებული აცეცებდა თვალებს. ანდრია და კატო?! შეუძლებელია. ვაჟამ ხელი მკრა და გამომაფხიზლა. გზა გავაგრძელეთ და საკურთხეველთან მივედით. კატომ თავი მაღლა აწია და ფატიდან ნაცნობი სახე, რომ შენიშნა ბოლომდე მოიხსნა. გაოცებული უყურებდა ანდროს და ცრემლებს ვერ იკავებდა. მეგობარს იმედგაცრუებული ვუყურებდი და ბრაზს ვგრძნობდი...ანდრომ ეს როგორ დამიმალა? მამაომ ჯვარი დაწერა თუ არა ანდრიას მივვარდი

-ეს როგორ დამიმალე?-ვკითხე და ხელი ვკარი

-მეც არ ვიცოდი-მითხრა და თავი დახარა

-რა არ იცოდი ?! რომ ქორწინდებოდი?

-კატო რომ იყო!!-დამიყვირა, ვეღარ მოვითმინე, ავტირდი და ჩავეხუტე

-საცოდავებო-ვთქვი და გავიცინე-წარმოიდგენდი, რომ კატო შენი ცოლი გახდებოდა?-სიტუაციის განეიტრალება ვცადე

-ნუკაა!-დამიყვირა და თავში წამომარტყა

ფოტოები გადავიღეთ და იუსტიციის სახლში მივედით

-თანახმა ვარ-თქვა ანდრომ და ხელი მოაწერა

-თანახმა ვარ-თქვა კატომაც ცოტახნიანი პაუზის შემდეგ და მანაც გააკეთა ხელმოწერა. მეჯვარეები მე და საბა ვიყავით და ჩვენც მათ მივბაძეთ

დარბაზის ინტერიერი ძალიან მომეწონა,თუმცა სიტუაცია... ტრადიციული, ქართული ქორწილი იყო თამადებით და ტაშ-ფანდურით

-იცოდე დღეს მაინც უნდა გაერთო და შენი სევდიანი და დეპრესიული სახე არ დამანახო!-მითხრა ლილამ მკაცრად

-დღეს გავერთობი! თუ რა თქმა უნდა თამადა ამის საშუალებას მოგვცემს-ვუთხარი, ლოყაზე ვაკოცე და მეჯვარის ადგილი დავიკავე. პირველად ვიჯექი ამ ადგილას და მივხვდი რა საშინელება ყოფილა. „თუ როდესმე გავთხოვდები, ჩემი ქორწილი სტერეოტიპებს დაამსხვრევს და ძალიან ორიგინალური იქნება." გავიფიქრე და ჩამეღიმა.

•ეს ამად ღირს•    დასრულებული✔Where stories live. Discover now