17

1K 51 12
                                    

  საიდან იწყება დეპრესია? იქნებ იგივეა რაც ავადმყოფობა, იქნებ სული გვიცივდება, ვიყინებით, ვცივდებით და ასე ვვარდებით დეპრესიაში. ვიძულებთ ცხოვრებას, ზოგი მიზეზით, ზოგიც კი უმიზეზოდ. დეპრესია ორმოა, ბნელი, ცივი ორმო, რომელშიც ჩავარდნა მარტივია, თუმცა ამოსვლას მარტო ვერ შევძლებთ.

გავიღვიძე, თუმცა აზრი არ ჰქონდა გაღვიძებას. რისთვის უნდა მეცოცხლა? ვისთვის უნდა მეცოცხლა? როდესაც ჩემი ნახევარი უკვე მკვდარი იყო. ფარდები ჩამოვაფარე, უნიში არ წავსულვარ. არც საჭმელი მინდოდა და არც ფილმების ყურება. ვიწექი, უბრალოდ ვიწექი და არ ვმოძრაობდი.

-ნუკაა! დეე მივდივართ ჩვენ ოფისში-მომაძახა დედამ, ხმა რომ არ გავეცი ოთახში თავი შემოყო-დეე, კარგად ხარ?-თავზე მაკოცა

-მუცელი მტკივა-ძლივს მოვიკრიბე ძალა და ვუთხარი

-კარგი...მარტო დაგტოვებ. ჩვენ მივდივართ და ჭკვიანად!-ოთახიდან დამწუხრებული გავიდა

„მარტო დამტოვებ? მე ისედაც მარტო ვარ! ზოგჯერ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენინ ადამიანი გეყოლება გარშემო." ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა, ჯერ ლილა, შემდეგ ანდრო, კატო, საბა და ნიკაც. მომბეზრდა და გამოვრთე. „მიღირს ცხოვრება? ღირს ვიცოცხლო, მიუხედავად ყველაფრისა?" ვეკითხებოდი ჩემს თავს და იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ არა! ეს ამად არ ღირს! ცხოვრება ჩემს ტანჯვად არ ღირს! ავდექი, პერანგით გავედი აივანზე, ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. მოაჯირზე დავდექი და იქედან ვუცქერდი სამყაროს. მე-10 სართულიდან ყველაფერი კარგად ჩანდა...რას ვხედავდი მაშინ? სიბინძურეს...უსამართლობას...ბოღმით და ზიზღით სავსე ხახლხის თავშესაფარს...სამყაროს სადაც სამართალი, სიცოცხლეზე იაფია...სამყაროს სადაც ხახლს სიყვარული არ შეუძლიათ...მე არ შემეძლო ასეთ ნაგვის ბუნკერში ცხოვრება...ხელები გავშალე, სახეზე ქარი ვიგრძენი. შეძახილები გავიგე...დაბლა ჩავიხედე და დავინახე ხალხი შეკრებილიყო.

•ეს ამად ღირს•    დასრულებული✔Where stories live. Discover now