9

1.1K 60 6
                                    

   უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩავაბარე და ორშაბათიც მოვიდა... ავდექი, მინდოდა თავისუფლად ჩამეცვა და ჩემი სტილიც არ დამეკარგა

ეს ჩავიცვი

უნივერსიტეტში მანქანით მივედი, იმაზე მეტად ვნერვიულობდი ვიდრე ამერიკაში, მანქანიდან გადმოვედი და კორპუსში შევედი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

უნივერსიტეტში მანქანით მივედი, იმაზე მეტად ვნერვიულობდი ვიდრე ამერიკაში, მანქანიდან გადმოვედი და კორპუსში შევედი... თავი პოდიუმზე მეგონა, მეც არ ვიმჩნევდი ხალხის მზერას და ვაგრძელებდი გზას... როდესაც ლილასთნ და კატოსთან მივედი ამოვისუნთქე, დერეფანში იდგნენ და მელოდებოდნენ

-უუფფ... ძლივს მოვაღწიე-ამოვიოხრე რაზეც სიცილი აუტყდათ

ლექციამ წარმატებით ჩაიარა, ლექტორმა ჩემი თავი წარუდგინა ბავშვებს, რაზეც სირცხვილით კინაღამ დავიწვი. შუალედურზე ბიბლიოთეკაში ჩავედით და პრეზენტაციისთვის ვვარჯიშობდით, ერთი ორჯერ შენიშვნაც მივიღეთ ასაკოვანი ქალისგან.

-აუ წავალ წვენებს ვიყიდი, თორე ყელი გამიშრა-თქვა კატომ და წამოდგა-აუ ვინმე წამყევით რაა, მეზარება მარტო

-მე გამომრიცხეთ-ხელები ავწიე. ლილამ თვალები გადაატრიალა და გაყვა

უკნიდან ჩურჩული შემომესმა, მეც რა თქმა უნდა ყურები დავცქვიტე

-ესაა ბიჭო ის ახალი, მთელი უნი რო ლაპარაკობს-ძლივს გავიგე უცნობი ბიჭის ხმა

-ეს??-ჩაიცინა მეორემ-დამაცადე-უთხრა და უეცრად თვაში მსუბუქად რაღაც მომხვდა-ეი გოგონი... პასტა მომაწოდე რა, გადმომივარდა-მითხრა ხმადაბლა

მეც უკან მივიხედე და ნაცნობი სახე შემომეგება...ცოტახანი გაკვირვებულები ვუყურებდით ერთმანეთს, შემდეგ კი მივხვდი ვინც იყო

-უი...ქალბატონი მოუხერხებლობა ყოფილა-ჩაიცინა ირონიულად, აი მაშინ კი ზუსტად მივხვდი, რომ ეს ის ტიპი იყო კინაღამ რომ მომკლა მანქანით. აუდგომლად დავიხარე და პასტა ხელში ავიღე, უკან შევტრიალდი და უკვე ნაცნობ უცნობს გავუწოდე

-პასტა გინდა?-ხელი მოწია,რომ გამოერთვა... უეცრად გვერდით მოვისროლე-მიდი და აიღე-ვუთხარი ისე, რომ თვალები არ მომიშორებია მისთვის. ისიც იჯდა, ჩემსკენ უფრო გადმოიწია... ჩვენი სახეები თითქმის ერთმანეთს ეხებოდა... ისეთი სიწყნარე იყო, რომ ჩემი გულისცემა მესმოდა... თვალებში ვუყურებდი, ლამაზი თვალები ჰქონდა, ცისფერი... არა, არა ნაცრისფერი, ან ორივე ერთად

-ყოჩაღი ხარ-მითხრა და თმა ყურზე გადამიწია-მარა ჯერ არ მიცნობ, ასე რომ ცოტა თავაზიანობა გმართებს

ჯერ ჩავიცინე, შემდეგ კი ჩურჩულით ვუთხარი

-არც მაქვს შენი გაცნობის სურვილი

-ჰოო?!-კიდევ უფრო ახლოს მოიწია, მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი-რაღაც არამგონია-მითხრა და თალი ჩამიკრა

-თქვენ უკან- იმ ქალმა ისევ ხელი მოგვიშვირა-წყნარად!

ჩემს მაგიდასთან შევტრიალდი და ამოვისუნთქე, თითქოს მთელი ამ დროის მანძილზე სუნთქვას ვიკავებდი.

საღამოს სახლში ძალიან დაღლილი მივედი, ჩემებმა „ოჯახური ვახშმის" მოწყობა გადაწყვიტეს.როსესაც ასე იქცევიან ან რაღაცის თქმა უნდათ... ან რაღაც მნიშვნელოვანი დღეა...ან ვიღაც გადმოდის ჩვენთან საცხოვრებლად. ბოლოს მსგავსი ვახშამი, რომ გვქონდა გაცვლითი სტუდენტი დამაყენეს თავზე... გახსენება არც კი მინდა რაებს აკეთებდა საქართველოში ყოფნისას. დედას მაგიდის გაშლაში დავეხმარე და მალევე დავსხედით, მხოლოდ მე დედა და მამა. მამაჩემი და დედაჩემი ერთმანეთის პირისფირ, სუფრის თავებში დასხდნენ მე კი გაკვირვებული ვუყურებდი

-რა გჭირთ ხალხო?!-თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და თან მეცინებოდა

-ანა, შვილო-აი აქ უკვე თვალები გამიფართოვდა...ანა არასდროს დაუძახებია მამაჩემს ჩემთვის, ყოველშემთხვევაში იმ ინციდენტის შემდეგ-მე და ნინოს მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს შენთან

-გისმენთ?!-გაკვირვების და შიშის დამალვა ვერ შევძელი.

________________________

შემდეგი თავიც მალე იქნება ❤

•ეს ამად ღირს•    დასრულებული✔Where stories live. Discover now