14

1K 51 30
                                    

   გათენდა, შინ დავბრუნდი და მშობლებს ყველაფერი ვუამბე, მათაც გაიზიარეს კატოს გულისტკივილი და სამსახურში წავიდნენ. დღესაც არ წავსულვარ უნივერსიტეტში, უბრალოდ ვიჯექი და ვხატავდი.

„3 საათზე ჯვრის წერაა, მინდა ჩემი მეჯვარე იყო, თუ წინააღმდეგი არ იქნები. სამებაში შევხვდებით"-კატოს შეტყობინება გვიან ვნახე. უკვე 2 საათი იყო

„აუცილებლად მოვალ"-მივწერე და მომზადება დავიწყე. წითელი, ერთიანი, არც თუ ისე მოკლე კაბა ჩავიცვი, თმა ამდენი ხნის შემდეგ პირველად დავისწორე, შავი ქუსლიანები ჩავიცვი და მსუბუქი მაკიაში გავიკეთე. დანიშნულების ადგილას ზუსტ დროზე მივედი

კატო მშობლებთან ერთად მოვიდა. ჩემს მეგობარს ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა და გრძელ ფატას გვირგვინი უჭერდა, საოცრად გამოიყურებოდა და იღიმოდა...რომ შეხედავდი იფიქრებდი ნამდვილად ოცნების მამაკაცზე ქორწინდებაო, თუმცა მე ვიცოდი რაც იყო ამ ღიმილის მიღმა. გაოცებული ვუყურებდი კატოს, მიკვირდა როგორ მალავდა წუხილს და ასევე მის მშობლებსაც, რომლებიც კმაყოფილები იდგნენ და უყურებდნენ მისი შვილის „გაბედნიერებას". ერთ მომენტში ვიფიქრე ქორწილის ჩაშლაზე, თუმცა აღარ დამჭირდა. „სიძეს" ისევ დიდ ხანს ველოდეთ, თუმცა არსად ჩანდა. კატომ ნერვიუკლობა დაიწყო, ყველანი დიდ გაურკვევლობაში ვიყავით. გადიოდა საათები, მაგრამ მაინც არსად ჩანდა. ვაჟამ ტელეფონი ამოიღო და იოანეს მამას დაურეკა

-სად არის შენი შვილი?-გაბრაზებას არ მალავდა

-გაიქცა, ქვეყნიდან წავიდა. ქორწილი არ შედგება!-გავიგეთ ტელეფონიდან ხმა და ვაჟა სკამზე ჩამოჯდა.

-მამა, რა მოხდა?-ჰკითხა გახარებულმა კატომ

-ქორწილი არ შედგება-თქვა ანერვიულებულმა

კატომ ფატა მოიხსნა და ძირს დააგდო, ფეხზე გაიხადა და გახარებული გაიქცა. მეც გავიხადე და მას გავეკიდე. კატო ჩემს მანქანაში ჩახტა და ყველას თავის სახლში დაიბარა. ჩვენც მივედით და გამოპრანჭული სამეგობოც დერეფანში დაგვხვდა

•ეს ამად ღირს•    დასრულებული✔Where stories live. Discover now