,,hearts get broken"

Start from the beginning
                                    

ამის გაცნობიერება უარეს სიცივეს მგვრის. ჰაერში ლამაზად მოფარფატე ყვითელ შემოდგომის ფოთლებს თვალს ვაშორებ, უკან ვტრიალდები და აივნის კარებს ვკეტავ.

სამოს ვიხდი და აბაზანისკენ მივემართები, შხაპს ვრთავ და ველოდები როდის გაცხელდება.

როგორც კი ჩემთვის სასურველ სიმხურვალეს აღწევს მის ქვეშ ვდგები და ვიტრუნები.

ფიქრებში გადავეშვი და გამახსენდა ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც ადრე აღარც კი მახსოვს რომელ წიგნში შემხვდა, მაგრამ თავად ფაქტი სიტყვა სიტყვით ამომიტივტივდა გონებაში:

,, მარტოსული ადამიანები ყოველთვის ცხელ შხაპს იღებენ, რათა მარტოობისაგან გამოწვეული სიცივე, როგორმე გადაფარონ და ამით მაინც გათბენ"

თავიდან სისულელედ მომეჩვენა, მაგრამ ეს ფაქტი ნელ-ნელა იძენს რეალურ სახეს და ჩემს ფიქრებში მტკივნეულად იკავებს ადგილს.

*****

ცხელი წყლის ქვეშ მანამდე ვიდექი სანამ ჩემი თითების ბალიშები ერთიანად არ დაჭკნა.

ალბათ კიდევ დითხანს გავაგრძელებდი ნებივრობას, რომ არა ბუნებრივი მოთხოვნილებები, რომლებმაც თავი შემახსენეს.

საბაზანოდან გამოსულმა საკუთარ კარადას მივაშურე, ადრე მახარებდა ერთ ოთახში მოქცეული ლამაზად დალაგებული სამოსის, აქსესუარების ფეხსაცმელებისა თუ სხვა წვრილმანების დანახვა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერიც კი ვერ ავსებდა უეცრად გაჩენილ სიცარიელეს.

არაფრის გაკეთება არ მსურდა, ამიტომ ერთადერთი რაც ახლა ყურადღებას გადამატანინებდა ეს რაიმეს ყურება იყო!

ამიტომაც სწრაფად ჩავიცი ჩემი კომფორტული, ძალიან თბილი პიჟამები,

ამიტომაც სწრაფად ჩავიცი ჩემი კომფორტული, ძალიან თბილი პიჟამები,

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Photograp_herWhere stories live. Discover now