Big secret?

332 42 70
                                    

Bella's POV

კიდევ ერთი ,,სისხლიანი მერი" და მერე აუცილებლად მივალ ჰარისთან.

საკუთარ თავს უკვე მეხუთედ ვპირდები ამას, მაგრმ დანარჩენების მზერა და საკუთარი სიამაყე ერთ ადგილზე მაჯაჭვებს.

ზეინი და ჯიჯი ერთმანეთთან ხელი-ხელ გადაჭდომილი დგანან, როგორც ეს მოსიყვარულე წყვილს შეეფერება, და წყნარად საუბრობენ, მაგრამ ჯიჯი დროდა-დრო აპარებს ჩემსკენ მზერას.

კენდალიც ჩემსავით გალეწილი ფხიზელია, მაგრამ ჩემგან განსხვავებით სულაც, არ ადარდებს, ჰარი საცეკვაო მოედანზე ხელებით ვის მოსინჯავს და ვის არა!

მე და ჰარი უკვე წლებია მეგობრები ვართ, ის კი წლების განმავლობაში ვერ ამჩნევდა იმას თუ, როგორ თანდათან შემაყვარა თავი!

მე კი ამ გრძნობის დამალვის გარდა სხვა აღარაფერი დამრჩენია, რადგან ვიცი, რომ იგი ჩემს მიმართ არაფერს გრძნობს და თუ მე საკუთარ გრძობებს, გავუმხელ მას აუცილებლად დაცკარგავ!

აგრეთვე ის კენდალის ყოფილია, ხოლო დაქალების დაუწერელი წესის მიხედვით დაუშვებელია დაქალის ყოფილთან, რაიმე რომანტიული ურთიერთობის გაბმა...

მაგრამ უნდა ვაღიარო ის და ჰარი ერთად არასდროს ყოფილან! ეს მხოლოდ პიარის ნაწილი იყო...

საბოლოოდ კი, მირჩევნია საკუთარი გრძნობები ჩავახშო და მასთან ახლოს ვიყო, ვიდრე ყველაფერში გამოვუტყდე და სამუდამოდ დავკარგო!

-ბელა ვერც კი წარმოიდგენ ვინ არის ბართან!

ჰარის, თვალს ვწყვეტ, რომელსაც უკვე დაეთრია მორიგი გასართობი გოგონა და მასთან ერთად, საცეკვაო მოედნის შუაგულში გამომწვევად ცეკვავდა.

-ვინ?

მშვიდი აუღელვებელი ტონით ვპასუხობ კენდალს, რომელიც გაცისკროვნებულ შოკოლადისფერ თვალებს მაპყრობს.

-შენი ახალი სათამაშო!
-რას გულისხმობ?

ის დრამატულ პაუზას აკეთებს, მე კი ნელ-ნელა ვაცნობიერებ, მისი ამ საქციელის არსს და მეღიმება.

Photograp_herWhere stories live. Discover now