,,-Wtf?!"

162 32 75
                                    

Gabi's POV

ტკბილი, უსიზმრო ძილიდან სახეზე ძლიერი სიმძიმის დაცემა მაღვიძებს.

თვალებს სწრაფად ვახელ და სახეზე ხელებს ვიფარებ, რადგან ფანჯრიდან შემომავალი დილის მზე თვალებს მჭრის.

-გაბრიელ სწრაფად ადექი გადაღებებზე გვაგვიანდება!

ყურთან ახლოს ჩამესმის ბელას ნაზი, ხავერდოვანი ხმა.

თვალებს ვახელ და მაშინვე ვაცნობიერებ თუ, რა დამეცა სახეზე ეს ბალიში იყო, რომელსაც ბელა გამომწვევად ათამაშებს ხელში და ანცად დამყურებს თავზე.

-რა? რას გულისხმობ?

სრულიად დაბნეული ვეკითხები, ბელას თან ვამთქნარებ.

ის კი ფეხზე დგება, ჯანდაბა სრულიად შიშველია!
ვცდილობ საქმიანი მზერით პირდაპირ თვალებში ვუყურო, მაგრამ არაფერი გამომდის, თვალი მისი გამხდარი, ელეგანტური სხეულისკენ გამირბის.

საწოლში ვიწევი და მის თავს ვეყრდნობი, თან თვალებს ვიქექ, რათა როგორმე შევეჩვიო ოთახში გამეფებულ მზის სხივებს.

ჩემდა უნებლიედ ისევ ბელას სხეულისკენ გამირბის თვალი, რა თქმა უნდა ეს სრულებით არაა გასაკვირი, რადგან ის სრულიად შიშველია! და საოცრად მომხიბლელია, ჯანდაბა!!!

მის რძისფერ, კანზე მიმობნეულ ხალებს ვაკვირდები და გული უცნაურად მიხტის.

თითოეული ხალი თანავარსკვლავედს მაგონებს, რომელიც მის თეთრ, ფერმრკთალ კანზე შავად ციმციმებს.

-გეყოს ჩემზე მოშტერება და დორბლების ყრა! სწრფად ჩაიცვი ,,დიორის" გადასაღებ მოედანზე 11 საათზე უნდა ვიყოთ ახლა კი 10 საათია, არც კი ვიცი როგორ მოვასწრებ მომზადებას!

მის სიტყვებზე, მაშინვე მახსენდება დღევანდელი გადაღებები, და საწოლიდან სწრაფად წამოვფრინდი.

ძირს დაყრილ განადგურებულ სამოსში გზა გავიკვლიე და ჩემდა საბედნიეროდ საწოლის გვერდით მდგომ ,,სკამზე" ლამაზად გადაკიდებულ სამოსი დამხვდა, აშკარა იყო, რომ ეს ანვარს ეკუთნოდა.

Photograp_herWhere stories live. Discover now