,,hearts get broken"

Start from the beginning
                                    

მას ვუყურებ და მეღიმება, როგორც ჩანს ამ წლების განმავლობაში ზეინს კარგად შეუსწავლია ჩემი ხასიათი, რადგან როდესაც გაბრაზებული ან სევდიანი ვარ ყოველთვის ვჭამ, ეს ერთადერთი რამაა რაც ჩემს ემოციებთან, გამკლავებაში მეხმარება.

-იმ შემთხვევაში წამოვალ თუ შენ მეპატიჟები!

-ჩაჯექი!

ღიმილით მპასუხობს და მანქანაში მძღოლის, სავარძელში იკავებს ადგილს.

****

შემოდგომის ფოთოლთა ცვენას ჩემი საძინებელი ოთახის აივნიდან ვადევნებ თვალს.

გარეთ საკმაოდ ცივა, მაგრამ არა ისე როგორც მე, ვიყინები შინაგანად.

სიცივის ჩასახშობად ცხელი შოკოლადიც კი გავიკეთე, მაგრამ მაინც ვერ შევძელი ამ უცნაური შინაგანი სიცივის ჩახშობა.

სახლში დაბრუნებისას, რამდენჯერმე ვცადე კენდალთან დაკავშირება, მაგრამ ყოველ ჯერზე მითიშავდა.

შემდეგ ჰარისთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ არც მან მიპასუხა.

გაბრიელთან დარეკვას ვერ ვბედავდი, რადგან ვიცოდი, რომ მასთან მობილურზე საუბარს აზრი არ ჰქონდა მან მე და ჰარი დაგვინახა და დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ ახლოსაც კი არ გამეკარება...

თვალებზე ცრემლები მაწვება, ხელები ყრუდ მიბჟუის ცხელი შოკოლადის ჭიქის გამო, მაგრამ ეს ტკივილი მაინც ვერ ფარავს ჩემს შინაგან მარტოობასა და სიცივეს.

ახლაღა ვაცნობიერებ, რომ ამდენი fოლოვერებისა და ნაცნობენის მიუხედავად მე ყოველთვის მარტოსული ვიყავი...

ჩემი მეგობრების უმეტესობა ჩემთან მარტო საკუთარი იმიჯის გამო ატარებდნენ დროს და ერთადერთი მეგობარი, რომელიც მყავდა სიყვარულში გამომიტყდა მე კი ვერაფერი ვუპასუხე!

ჰარი, ადამიანი რომელიც წლებია მიყვარდა გაბრიელის საეჭვიანოდ გამოვიყენე და ამით ორივე მათგანს ტკივილი მივაყენე!

Photograp_herWhere stories live. Discover now