1

3.4K 106 3
                                    


   ოთახს შევხედე, ნამდვილად 205-ე იყო, ღრმად ჩავისუნთქე და კარი გავაღე. ნომერმა დიდად ვერ მომხიბლა, თუმცა საერთო საცხოვრებლის პირობაზე ნორმალური იყო. ოთახში ორი პატარა საწოლი, ორი სამუშაო მაგიდა და ორი პატარა კარადა იდგა, ფანჯრებს მუქი ჭუჭყიანი ფარდები ფარავდა, იატაკი და კედლები დაკაწრული იყო, ყველა ოთახს პერსონალური სააბაზანო ჰქონდა, რამაც ძალიან გამახარა.

ჩემს საწოლზე ჩამოვჯექი და ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე, თან ჩემი ოთახის მეზობელზე ვფიქრობდი, ნეტავ როგორი გოგოა? იქნებ სერიული მკვლელი ან ფსიქოპატია, ან იქნებ ნარკომანია, ძალიან მაშინებდა და მძაბავდა ის ფაქტი, რომ ოთახში ვიღაცასთან ერთად მიწევდა ცხოვრება. უეცრად კარი ვიღაცამ წიხლით გააღო, ოთახში მაღალი ვარდისფერთმიანი გოგონა შემოვარდა, რომელსაც მოკლე შორტები, მოკლე ტოპი და წითელი კუბოკრული პერანგი ეცვა. მის გრძელ ფეხებს მაღალქუსლიანები ამშვენებდა, ყელზე კი უცნაური აქსესუარები ეკეთა. გოგონა შემოსვლისთანავე აბაზანაში შევარდა.

-ძაღლი ახსენეო-ვთქვი ქართულად და ღრმად ამოვისუნთქე.

ცოტას ჩემს თავზეც მოგიყვებით, მე სკოლაში ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, ჩემი დიდი ოცნება ამერიკაში სწავლა იყო, ახლა კი როდესაც ოცნება ამიხდა თითქოს სურვილი შემინელდა, როდესაც რაღაც მიუწვდომელია ჩვენთვის მაშინ უფრო მოგვწონს და მისი სურვილი გვკლავს. ჩემთვის ნიუ იორკი ახალი და ძალიან დიდი გამოწვევა იყო.

მთელი ღამე თეთრად გავათენე, უბრალოდ ვიწექი და ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი და აი გათენდა. გავიგე როგორ ადგა მეზობელი და თავი მოვიკატუნე თითქოს მეძინა. შემდეგ მეც ავდექი და მშვიდად გამოვიცვალე.

თავისუფლად და სპორტულად ჩავიცვი და ბუფეტისკენ გავეშურე. შევედი თუ არა ხალხთმრავლობამ დამძაბა, ყველა მე მაკვირდებოდა, როგორც ახალ პირველკურსელს, თვალი ჩემს ახალ მეზობელს მოვკარი და გვერდით მივუჯექი. მიუხედავად ჩემი არაკომუნიკაბელურობისა საუბარი წამოვიწყე

-გამარჯობა მე ნუკა ვარ-ხელი გავუწოდე და გავუღიმე

-რენი-მითხრა არაფრის მთქმელი სახით.

-რომელ კურსზე ხარ?-ვკითხე ისევ ხალისიანად

-მეორეზე-ისევ უემოციოდ მპასუხობს

-როგორც ჩანს ლაპარაკი დიდად არ გიყვარს

-არა და როგორც ჩანს შარში ხარ- აი ახლა ირონიულად გამიღიმა და უკან მიმანიშნა

ვიღაც წითური გოგო თავზე დამადგა

-ეი შენ! ჩემს ადგილას ხომ არ ზიხარ?-დამიყვირა მე კი ირონიული სახით ნელ-ნელა შევტრიალდი, ისე რომ სკამიდან არც ავმდგარვარ

-როგორც ვიცი არა, მგონი ეს სკამი შენი საკუთრება არაა-ვუთხარი მშვიდად და ისევ გავუღიმე

-ჰაჰ, როგორ მელაპარაკები- ჩაიცინა - ეს ახალია და მგონი არ იცის ვინ ვარ- ისე თქვა რომ ჩემთვის ზედაც არ დაუხედავს, ამის გამო ყველას ყურადღება დავიმსახურეთ. ენამოსწრებული ვარ და კამათებშიც არ ვმარცხდები

-მისმინე ტკბილო, საერთოდ არ მადარდებს ვინ ხარ და რა გინდა, როგორც ხედავ "შენი ადგილი" მე დავიკავე და ადგომას არც ვაპირებ, ამიტომ უმჯობესია სხვა სკამზე დაჯდე, შენთან ამის გამო კამათს აღარ ვაპირებ-ვუთხარი მშვიდად, მაგიდისკენ შევტრიალდი და ყავა მოვსვი, ყველა გაოცებული მიყურებდა, წითურმა რენს ხელი მოკიდა და სხვა მაგიდასთან წაიყვანა. მე თვითკმაყოფილი სახით განვაგრძე საუზმე.

დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, ლექციები არც თუ ისე მოსაწყენი აღმოცნდა, საღამოს ოთახში რენი შემოვიდა და თავის საწოლზე დაჯდა.

-გაცნობა ცუდად გამოგვივიდა- მითხრა გოგონამ და საწოლში შეწვა

-ჰომ, და ეს ცუდია რადგან დიდი ხანი მოგვიწევს ერთმანეთის ატანა-ვუთხარი ნიშნისმოგებით

-მეც ასე ვფიქრობ...მისმინე ხვალ ჩვენი მეგობრის სახლში წვეულება იქნება, თუ გინდა წამოდი 8 საათზე-მითხრა და პასუხს არ დაელოდა, შუქი ჩააქრო-კარგად გავერთობით, თნ სამეგობროს გაგაცნობ

-ვიფიქრებ-ვთქვი და ჩემი სანაათი მეც ჩავაქრე

•ეს ამად ღირს•    დასრულებული✔Where stories live. Discover now