12

4.5K 180 32
                                    

ნათქვამია ზოგჯერ ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო
იმის აღსაწერად თუ როგორ ხარ შენ ... ზოგჯერ ერთი სიტყვაც საკმარისად აღწერს შენს მდგომარეობას... აი მაგალითად :
როგორ ვარ მე ?? საშინლად . როგორი დღეა დღეს? საშინელი. რატომ არის ყველაფერი საშინელი?საშინლად ბევრი მიზეზის გამო .
ნატის გამო ძალიან საშინლად ვგრძნობ თავს... ორ კვირაში შუალედურები მეწყება და მაგის გამოც
საშინლად ვარ.... მოკლედ ეხლა მივდივარ ნატისთან და მეშინია არ გავსკდე ისე საშინლად ვარ.
"ლილე"
უცბად მომესმა თითქოს ვიღაც მეძახდა ,ვიღაც არა თითქოს ილო მეძახდა ...ხო ილოს ხმას ჰგავდა... ალბათ მომეჩვენა ,რადგან გავიხედე და არსად არ იდგა ... უკვე მისი ხმაც მეჩვენება? ესეთ ხასიათზე ვარ და მოჩვენები მინდოდა კიდევ ? უცბად სიგნალის ხმაც გავიგე ... თან ისე ახლოდან რომ გული გამისკდა ,თავი გავატრიალე და ილოს მანქანა მომყვებოდა და მე ვერც კი შევამჩნიე .გაჩერდა ... ფანჯარა ჩამოწია..

- ლილე-
- ეხლა უნდა მითხრა რომ
უზრდელობაა როცა გეძახიან და ყურადღებას არ აქცევო ჰო?! მაგრამ სანამ ამას მეტყვი -
- უბრალოდ გამარჯობის თქმა მინდოდა რა გჭირს?
გავჩერდი .
- მაგრამ უზრდელობაა როცა გეძახიან და ყურადღებას არ აქცევ, ამის თქმას მერე ვაპირებდი .

და გაიცინა. სხვა დროს ასეთ მომენტებზე დავდნებოდი ან გამეღიმებოდა ან ილო მეგონებოდა ყველაზე სიმპატიური ბიჭი ამ შავ ჰუდში მაგრამ ეხლა ისეთი გაღიზიანებული ვიყავი რომ ილოს სიმპატიურობასთან ბრძოლის ნერვიც არ მქონდა .
- მეჩქარება უნდა წავიდე .
- სად მიდიხარ ?
- ნატისთან
- წაგიყვან ბარემ .
- არაა საჭირო წავალ ჩემით.
- ლილე ჩაჯექი
- მადლობ მაგრამ ნახვამდის ილო .
და გავაგრძელე სიარული... მან ალბათ არც იცოდა ნატისა და მიშოს
ამბავი, არც ის იცოდა რა დღე გვქონდა გუშინ , არც ის ამ
ყველაფერში მარიც რომ იყო გარეული ...ასეთი ფიქრებით უფრო საშინლად ვიგრძენი თავი რომ უცბად ისევ ილოს ხმა გავიგონე
- დამელოდე
გავიხედე და ჩემკენ მოდიოდა
- გაჩერდი ერთწამს .
გავჩერდი ...
- რა გინდა ილო?
- რა გჭირს ?
- არაფერი
- ტყუილია რაღაც გჭირს.
- რატომ გამომყევი ?
- და შენ რატომ წახვედი ?
- სიტყვებზე მეთამაშები?
- არა თამაშები არ მიზიდავს .
- აუ ილოო.
და კვლავ გავაგრძელე
სიარული... რომ უცბად მისმა ხელმა გამაჩერა, მკლავთან მომკიდა ხელი და წინ დამიდგა. ქვემოთ ვიხედებოდი ... ის ისე ახლოს იდგა რომ არ მინდოდა ემოციებს ავყოლოდი.
- მესმის რო ცუდად ხარ... სანდრომ მითხრა ყველაფერი...
ვიცი ნატი რომ ძალიან განიცდის და ისიც მესმის თუ რა ძნელია შენთვის მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა ... მაგრამ -
- რა მაგრამ ილო? მაგრამ რა ? როგორ ამბობ რომ გესმის როცა ამას ვერასდროს გაიგებ... ?!შენ არ გესმის არაფერი  .. ალბათ იტყვი დაიკიდე ცხოვრება გრძელდებაო მაგრამ ...საქმე ისაა რომ ძნელია გესმის?! მას მიშო უნდოდა.. მხოლოდ მიშო ... მასთან მოგონებები აქვს . ძნელია ამ
ყველაფრის დავიწყება ...
თუ ამდენი წელიც კი არაა საკმარისი ადამიანის ბოლომდე გასაცნობად მაშინ ... მაშინ არ მესმის...  როგორ შეიძლება 20 ან 5 კითხვით ორმა სრულიად უცხო ადამიანმა ერთმანეთის გაცნობა შეძლოს.

მე + შენ = ჩვენWhere stories live. Discover now