7

3.5K 168 14
                                    

.
4დღე გავიდა . ოთხი დღეა გარეთ არ გავსულვარ. საშინლად გაციებული ვარ. წესი №2 არასოდეს გადაწყვიტოთ 'სეირნობა' წვიმაში თხელი ტანსაცმლით.
4 დღეა უნივერსიტეტში არ ვყოფილვარ, ანუ 4დღე ის არ მინახავს . მას არ მოუწერია. მას არ გავხსენებირვარ. არ მოვუკითხივარ.
ლილე ნაკაშიძე დაივიწყეს .
facebook , youtube , ცხელი ლიმნიანი ჩაი და ტკბილეულობა ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდნენ . სანდრო და ნატი ქალაქგარეთ არიან ვიღაც მათი შორი ნათესავების ქორწილში ... წესით გუშინ უნდა ჩამოსულიყვნენ , მაგრამ არ ვიცი არცერთი არ შემხმიანებია, მეც აღარ შევაწუხე და არ ვუთხარი რომ ცუდად ვიყავი...
დამიჯერებთ, რომ გითხრათ მისი fb ნანახი არ მაქვს თქო . კი უნდა დაიჯეროთ , ძალით არ ვნახე ... ეხლა კი ... მობილური მიჭირავს და ვფიქრობ ... კაი ხოო მაინტერესებს რა სურათები უდევს . search ში მისი სახელის წერა დავიწყე და წავშალე ,კვლაც დავიწყე და კვლავ წავშალე . ბოლოს ისევ ავკრიფე: ილო ბარათელი და შევედი .
რა მინდოდა .
რატომ ვიცანცარე.
რატომ შევედი .
რა სისულელე გავაკეთე.
და რატომ მაქვს ესეთი რეაქცია?!
იმიტომ რომ ადრე შეიძლება ეჭვი მეპარებოდა ,ეხლა კი დარწმუნებული ვარ ,რომ ილო ბარათელი ყველაზე მაგარი ტიპია ვისაც კი შევხვედრივარ. სანდროს თუ არ ჩავთვლით.
like ების რაოდენობა არ გამკვირვებია ,მაგრამ ამდენი გოგოს კომენტარი, სადაც ეწერა "ყველაზე სიმპატიური ხარ...ყველაზე მეტად მიყვარხარ ..აუ რა საყვარელი ხარ...ყველაზე მაგარი ხარ..ვგიჟდები შენზე ..." - აი ამათი რაოდენობა კი უკვე არარეალურად მომეჩვენა . ყოველთვის ვამბობდი, ბიჭები ფოტოგენურები არ არინ თქო . ვამტკიცებდი , რომ ნახავ რეალობაში უკეთესია თქო , მაგრამ ილო .. ილო დამტკიცებასაც არ საჭიროებს , სურათებიდანაც ჩანს თუ როგორია ის .
ვაღიარებ, კაი ხოო მე , ლილეს , ყველა მისი facebook friend ის შემშურდა.რა მოხდება დამამატოს !! მე მას არა არასდროს არ დავამატებ. მაგრამ რა მოხდება ერთი წამის საქმეა რა .. დამამატეეე გადიდებული მაქ სურათი და გიჟივით ვუყურებ . დამამატე ილოო!!!გავგიჟდი ხო ?! კი ვიცი.
უცბად ჩემი ოთახის კარზე დააკაკუნეს .უკაცრავად?! როდის იყო ჩემები მიკაკუნებდნენ. ეგრევე გამოვედი facebookდან
- მობრძანდით
დავიყენე ხმა და თან სიცილს ძლივს ვიკავებდი. უცბად გაიღო კარი და
- ლილეეეეეე
სანდრომ და ნატიმ ერთდროულად მომაძახეს... და პარკები დამაყარეს. ყველგან შოკოლადები იყო, ჩიფსები, როშენები , კიტკეტები, სნიკერსები, კაი აღარ გავაგრძელებ ,მოკლედ ყველაფერი ის, რაც ადამიანს გაასუქებდა, მაგრამ ამავე დროს გააბედნიერებდა.
ნუთუ ჩემთან მართლა სანდრო და ნატი იყვნენ ...ვერ ვიჯერებდი .... როგორ მომენატრრენ..
- ხალხოოო მეჩვენებიით?
- ღადაობ მოჩვენებას მიმამსგავსე ტოო..
- ლილეეე ჩემი გოგოოოოო.
და ორივე ჩამეხუტნენ ცოტაც და ვეღარ ვისუნთქებდი...სანდრო თმებს მირევდა, ნატიი იცინოდა, ერთმანეთის ნახვით ყველანი ბედნიერები ვიყავით ...

მე + შენ = ჩვენWhere stories live. Discover now