11

4.1K 185 7
                                    

გათენდა .
გავახილე თვალები .
მზიანი დღე იყო , ფარდებშიც აღწევდა მზის სხივები .
"მაგრამ ... ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დღის ის არის რომ ...
მე და შენ ... ჩვენ აქ ვართ ... ერთად ...და ყველაფერი კარგადაა "
და უცებ ისევ ილოს სიტყვები გამახსენდა . ისევ დავდნი , უაზროდ გამეცინა ,უცბად ძალა მომენიჭა , წამოვვარდი საწოლიდან ,და დავიწყე მომზადება. არვიცი თითქოს დღეიდან ახალი ეტაპი დაიწყო ,სულ ამაზე ვფიქრობდი ,მაგრამ
ამავდროულად მეშინოდა რომ ვცდებოდი .რა მოხდებოდა დღეს ? გუშინდელი დღე უბრალოდ 'ვითომც
არაფერი ' იქნებოდა თუ პირიქით?...მოკლედ ესეთ ფიქრებში აღმოვჩნდი მამაჩემის მანქანაში ... და ამ
ფიქრებით აღმოვჩნდი სემინარზეც .
შევედი კლასში ,მივესალმე ბავშვებს და უკან დავჯექი... ამოვიღე წიგნი და უაზროდ დავიწყე გამეორება ... ვშლი ,ვშლი ...ვუყურებ ... ვკითხულობ და -

- ვაიმეეეეეეეე.

მივაკივლე ბოლო ხმაზე ... გულიი
გამისკდაა .... კიდევ კაი სემინარისტი არ იყოო... ცუდად ვარ... და რა მჭირს?გეტყვით :არ ვარ ამ ქვეყნად სემინარის და ილოს გადამკიდე და უცბად მესმის ყურთან ბოლოხმაზე
" გამარჯობა"
წარმოიდგინეთ რა დამემართა??ისე შემეშინდა, იმხელაზე მივაკივლე ყველამ
მე შემომხედა ჩემი წიგნი კი ძირს აღმოჩნდა. და ალბათ იკითხავთ ვინ გენიოსმა
ჩაიდინა ეს, რა თქმა უნდა ერთადერთმა და განუმეორებელმა დემე კალანდაძემ, რომელიც ეხლა თავზე მადგას და ორად მოკეცილი სიცილისგან იხევა .
- გეფიცები შენ ნორმალური არ ხარ მართლა არხაარ ... გიჟი ხაარ!
- მერე გიჟები სიმპატიურები არიანო ეგ გამოთქმა არ გაგიგია?!
- ვაიმეე დემეეე მაართლაა ვერ ხარ!!!
-კაიკაიი და რავი არ გაიწევი რომ დავჯდე მეც?
- არ ხარ ღირსიი!!
და დემეს პიეროსნაირი წარბები , თვალები და ... და გაიმარჯვა
- ოხ. სხვადროს ეგ გამოხედვა აღარ გაჭრის
- სხვა დრო ძაან შორსაა ლილე

შემოვიდა სემინარისტიც ...
და დაიწყო გაკვეთილიც...
და დამთავრდა გაკვეთილიც.

მე + შენ = ჩვენWhere stories live. Discover now