4

3.5K 164 20
                                    

გათენდა...
მართალია გარეთ ისევ სიბნელეა, მაგრამ თუ ჩემი საათით ვიმსჯელებთ კი ნამდვილად დილაა...
პირველ ლექციაზე არ წავედი ფიზიკურად თავი ვერ ავწიე...თუმცა მომიწევს 11საათიანზე ადგილზე ყოფნა.  ძლივს ავდექი. ჩავიცვი. მოვემზადე. და წავედი უნივერსიტეტში...
ალბათ მიხვდით რა ხასიათზე ვარ ხო?! დაზომბებულივით ვმოძრაობ ... უკვე უნივერსიტეტის კიბეებზე ავდიოდი როცა სანდრო და ილო დავინახე შესასვლელთან ... ილო ზურგით კედელს ეყრდნობოდა, სანდრო მთელი ემოციით რაღაცას ყვებოდა და იცინოდა .
მე კი ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი კარებს . და აი უკვე ილომ დამინახა, სანდრომაც გამოიხედა , მეე?! მე კი ისე რომ არც გამიტრიალებია სახე შევედი უნივერსიტეტში. ზუსტად რამდენიმე წამში მესმის ....
- ლილე დამელოდე
სანდრო მეძახის, მე არ გავჩერდი
-ლილე რა მოხდა?
-ლილე გაჩერდი თქო
-ლილეე
მხოლოდ ერთხელ გავჩერდი. მოვიხედე .. სანდროს გაოცებული ,ანერვიულებული სახე ჰქონდა ...ვერ მიხვდა რა მოხდა.... ვერ მიხვდა რამჭირდა ..გაკვირვებული მიყურებდა ...ის კი ..ის საერთოდ არ იყო.. ილო ბარათელს იმდენად არ აინტერესებდა, მისთვის იმდენად სულერთი იყო , რომ არც კი გამოჰყვა სანდროს ,არც კი იკითხა რა მოხდა ... რისთვის მივიხედე საერთოდ ..
ბოლოს სანდროც გაჩერდა ,აღარ გამომყოლია .... მეც ლექციაზე შევედი სადაც ნატი ღიმილიანი სახით ჩამეხუტა,.. მოვისმინე ამბები ნატიზე და მიშოზე ...და კვლავ ამბები მიშოზე და ნატიზე და ისევ ესე ....ჩემმა საუკეთესო მეგობარმა არც იცოდა ...ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ მან არ იცოდა როგორ დამწყვიტეს გული. გავიდა ერთი საათი
- ნატი მე წავალ რა
-კაი წავიდეთ რაპრობლემაა
-არაა მარტო წავალ რა ,რაღაც ვერ ვარ და ყავას დავლევ
- ლილე ნერვები მეშლება უკვე... რაღაც გჭირს და რომ არ ვიმჩნევ არ ნიშნავს რომ ვერ ვხვდები
- დღეს ჩემთან წამოდი და ყველაფერს მოგიყვები ოღონდ ეხლა მარტო წავალ რა გთხოოოვ ..
-სანდ-
-წავედი მე.

ნატი გაჩერდა..მეც
წავედი ბუfეტში ყავა შევუკვეთე ... ფანჯარასთან დავჯექი... რა ამინდი იყო. წვიმდა ...მე კი ყავით ხელში ვიყურებოდი სადღაც სივრცეში.. ადრე ..ძველად  საოცარ სიმყუდროვეს ვგრძნობდი ხოლმე ასეთ დროს ...ეხლა კი რაღაც მაკლდა... რაღაც იცვლებოდა და ვგრძნობდი ამას . .ფიქრებში მყოფმაც კი გავიაზრე რომ ყავა ძალიან მალე დამთავრდა... მეორე მოვიტანე...ალბათ გულზე დამარტყავს დღეს კი გამეფიქრა მაგრამ მაინც ჯიუტად დავიწყე დალევა რომ უცბად მესიჯის ხმა გავიგე , დავხედე და unknown-ისგანაა. ..
ვხსნი სმსს და :
"შურისძიება არ შემჩმევით  იურისტისთვის ზედმეტად შეუფერებელია ...და ამდენი ყავის სმა კი ჯანმრთელობისთვის მავნებელი;) "

მე + შენ = ჩვენWhere stories live. Discover now