Chapter 1

735 40 15
                                    

—წავალ, გავერთობი, ნამდვილად არ ვაპირებ შენსავით მუდოსავით ჯდომას.-თვალების ტრიალით მეუბნება მედელინი და საცეკვაო ადგილისკენ მიიწევს.

—რა მინდოდა, რისთვის მოვდიოდი?-უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და სახე ხელებში ჩავრგე.

—გოგონა,-ხელის შეხებაზე თავს მაღლა ვწევ და ბარმენის სახეს ვაწყდები.—გირეკავენ.-თვალებით ჩემი ტელეფონისკენ მიმანიშნა.

—მადლობა.-გავუღიმე და უცხო ნომერს ვუპასუხე.—გისმენთ.

—ეივა კლარკს ვესაუბრები?-ნაზი ხმა გაისმა.

—დიახ?

—კომპანიიდან გიკავშირდებით.

—ჯანდაბა.-ჩუმად შევიკურთხე და გარეთ გავიქეცი. როცა მუსიკის ხმა ხელს აღარ მიშლიდა მისი ხმის ნორმალურად გაგებაში, საუბრის გაგრძელება ვთხოვე.

—თქვენი კანდიდატურა განიხილეს და გილოცავთ, დამტკიცებული ხართ სტაილსების კომპანიაში მთავარ ასისტენტად. შეგიძლიათ ხვალიდან დაიწყოთ მუშაობა.-თავი შეიკავე ეივა, გაუთიშე და ისე იკივლე.

—უღრმესი მადლობა.

—ხვალამდე.-თქვა და გათიშა.

ბოლო ხმაზე დავიკივლე და ხტუნაობა დავიწყე.

—არ არსებობს!-გაისმა მედელინის ხმა. უკან შევტრიალდი და მის გაოცებულ და ამავდროულად გახარებულ მზერას წავაწყდი.

—კიი, კიი! ამიყვანეს.-ვუთხარი და ჩასახუტებლად გავიქეცი.

მადლობა ღმერთს, რომ მყარად იდგა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე მყისვე დავამყარებდით უშუალო კონტაქტს ასფალტთან.

—რომელში? სტაილსებთან?-მომშორდა და ლურჯი თვალები შემომანათა.

—ბინგო!-ღიმილს ვერ ვიშორებდი.—სასწრაფო წესით ვბრუნდებით სახლში!-ვუთხარი და მისი მანქანისკენ გავიქეცი.

—ჰეი! იქნებ...

—არანაირი იქნებ, ჩაჯექი.-შორიდან დავუბრიალე თვალები.

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now