Chapter 31

552 31 38
                                    

Ava's POV:

—რატომ მიმარბენინებ?!-ქვნეშით ვეკითხები ჰეილის.

—ვერ გაიგე, სალაპარაკო მაქვს-თქო?-წარბშეკრულმა გამომხედა წინიდან.

—გასაგებია, მაგრამ ცოტა ნელა რომ ვიაროთ, არ შეიძლება?!

უეცრად, ზუსტად საპერფარეშოს კარის წინ ჩერდება და ჩემსკენ ტრიალდება.

—კი, ოღონდ ჯერ შედი.-თავით საპერფარეშოსკენ მანიშნებს.

—არ მინდა.-წარბშეკრული ვპასუხობ.

—დამიჯერე, შედი.

—ჰეი...

—შედი და ეგ მთელს სახეზე გადასული ტუჩსაცხი მოიშორე.

მუცელში ჩხვლეტა ვიგრძენი და ვერ აგიღწერთ წარბები სად წამივიდა. მაშინვე ხელი ავიფარე პირზე და საპირფარეშოს კარი შევხსენი.

—ჯანდაბა.-ამოვიოხრე, როგორცკი საკუთარი თავი საკრეში დავინახე.
—წითელი ტუჩსაცხი მთელი პირის მიდამოზე მაქვს გათხაპნილი!-თავის ქნევით ჩავიჩურჩულე და ონკანი მოვუშვი.

   მოწესრიგების შემდეგ, ღრმად ამოვისუნთქე და კარებისკენ შევტრიალდი. თუმცა, სახელურზე ჩავლებული ხელი გამიშეშდა. გარეთ რომ გავალ, ჰეილის როგორ ავუხსნა?! რა ვუთხრა?! ყველაფერი ჰარის ბრალია. რატომ არ მითხრა, რომ...

—ჯანდაბა.-ჩუმად ვთქვი და შუბლი კარს მივადე.

—არ გამოდიხარ?-მაშინვე გაისმა ჰეილის ხმა.

   პასუხი აღარ გამიცია, ისე გავხსენი კარი და გარეთ გამოვედი. თავი რომ ავწიე, ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე.

—გზა განვაგრძოთ.-უემოციოდ მითხრა და ჩემი კაბინეტის გზას დაადგა.

—ნეტავ არაფერი მკითხოს, ნეტავ არაფერი მკითხოს.-ჩუმად ვიმეორებდი, თან უკან მივსდევდი.

   ჩემს კაბინეტში შესვლისთანავე, სავარძელზე მოთავდა და მეც ჩემი ადგილი დავიკავე.

—აბა,-გავუღიმე.—გისმენ.

   ფილტვები დაიცარიელა და სასაუბროდ მოემზადა.

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ