- ლილე ... ლილე ...

არ მახსოვს რამდენ ხანს ვიდექით ესე , არმახსოვს რამდენ ხანს ვიყავით ჩუმად ,სანდრო შიგადაშიგ ჩემს სახელს ამბობდა ... და მაინც ხელს არ მიშვებდა . ბოლოს კი ალბათ გონს მოვედი . და ასევე უხმოდ დავსხედით ,

- სანდრო ... მადლობ ... რომ მოხვედი და ეხლა აქ ხარ.

- კაი რას ამბობ ლილე ...

- შენ ... ყოველთვის ჩემთან ხარ როცა მჭირდები ...

- წეღან არაფერი გითხარი მაგრამ კაი რაზე ტიროდი ტო ვიღაც მარიამის გამო ?მართლა?

- ვერ ვცნობ ჩემს თავს...დედასგეფიცები არვიცი..მეც არ ვიცი რა მჭირს..მართლა ვერვხვდები ...

-  ბიჭის გამო ესეთი ემოციური არასდროს მინახიხარ ლილე.

- სანდრო შენ არ-

- გთხოვ არ თქვა არ გესმისო ... ყველაზე მეტად ეს სიტყვები მეზიზღება ...პროსტა სიმართლე მითხარი ... ილოს მიმართ მოწონებაზე მეტს გრძნობ ჰო და ამიტომ ხარ ესეთ დღეში ?

არასდროს , ალექსანდრე ფალავანდიშვილს ჩემთვის ესეთი კითხვა არცერთ ბიჭზე არ დაუსვამს . უბრალოდ
არასდროს , და ეს იმდენად უცნაური შეგრძნება აღმოჩნდა რომ ... გავჩერდი . თითქოს ბავშვობის საუკეთესო მეგობართან დავიბენი ...

- ლილე ... მიპასუხე .

- კი .

მხოლოდ ორი ასო ,მხოლოდ ერთი ყველაზე პატარა მაგრამ ამშემთხვევაში ყველაზე დიდი მნიშვნელობის სიტყვა ვთქვი . მისი რეაქცია ? გიჟი გადარეული სანდროს რეაქცია ? რაიყო ? ის გაჩერდა, არ შემოუხედავს . სანდრო ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ,მაგრამ ილო მისი ძმაკაცი ... ადრე არც ამაზე მიფიქრია... თუ რას
იფიქრებდა სანდრო ამ საკითხზე ... მან თავი დახარა , მეც დავიბენი არ ვიცოდი რა მექნა ,ასეთი მე ის არასდროს მენახა , ორი წუთი ესე გავიდა ,და უცბად მისი ხელი ვიგრძენი ჩემს მხარზე , ხელი გადამხვია და მისი ხმა გავიგე . მისი დაბალი ტონალობის , ოდნავ ხრინწიანი , ყველასგან განსხვავებული ხმა .

მე + შენ = ჩვენWhere stories live. Discover now