22

1K 141 92
                                    

ჯინს ისე მხურვალედ კოცნიდნენ, რომ დაბნეულობისგან მორჩილად ააყოლა ტუჩები, მაგრამ მის ტვინში მხოლოდ კითხვის ნიშნები დაჰქროდნენ.

ვიღაცამ კედელზე ააკრა, ხელები კი მჭიდროდ შემოხვია.

ვიღაცამ სველი ბილიკი გაიყვანა ცხვირიდან ყელამდე, ყელიდან - ლავიწამდე.

ვიღაც გულს უჩქროლებდა და შარვლის უბეს გაუსაძლისად უვიწროვებდა...

- შენ შიგ ხომ არ გაქვს, ნამჯუნ? - სრული სიმშვიდით ჰკითხა უფროსს და პასუხსაც მშვიდადვე დაელოდა.

- ვფიქრობ, ეგ არასდროს მოხდება... - ამოიხვნეშა, შემდეგ კი ბაგეები ისევ გარუჯულ კანს მიაწება - მაგრამ სხვაგვარად შეგვიძლია ვცადოთ...

- მომცილდი! - საჩვენებელი თითით მოიშორა უემოციოდ - რანაირად მომაგენი?! - წარბი შეკრა და სავარძელში ჩაესვენა.

- კავშირები... - გვერდით მიუჯდა და თავი ჩახარა - შენს სიტყვებს ვერ ვივიწ...

- მისმინე, მკიდია... - უხეშად გააწყვეტინა საუბარი - და შენც მკიდიხარ. - გულის ჯიბიდან მარიხუანას ღერი ამოაძვრინა - თუ გსურს დავბოლდეთ და გამჟიმე... ოღონდ, მერე წადი.

- მე მინდა, რომ ვილაპარაკოთ, - ჩაახველა საპასუხოდ - ეს მნიშვნელოვანია...

- არ მაინტ...

- მაინც მომისმენ! - მკაცრი მზერა მიაპყრო უმცროსს.

ჯინს საშინელი ეჭვები ტანჯავდა. რა თქმა უნდა, მის გამო უამრავმა მამაკაცმა შეიცვალა ორიენტაცია, თუმცა კიმმა ყველას გული გატეხა, ფეხქვეშ გათელა თითოეულის გრძნობა, შემდეგ კი ჯანდაბაში გაუშვა ერთი მეორის მიყოლებით. ნამჯუნს ასე ვერ მოექცეოდა... სუსტი იყო მისთვის და ეს ფაქტი ჭკუიდან შლიდა.

- პირველ რიგში, ცისფერობა არ ტეხავს... - ქვედა ტუჩი მაგრად მოიკვნიტა.

- აი, ჩემი იერუსალიმიც... - სიცილი ვერ შეიკავა ჯინმა.

- დამაცადე, გთხოვ, და მერე იკისკისე... - მუდარით გახედა ყავისფერთმიანს, რომელიც, თავის მხრივ, ცდილობდა თავი ხელში აეყვანა.

Taehyung's LolaWhere stories live. Discover now