5

1.1K 159 144
                                    

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იუნგი "ლაჟვარდისფერ სახლში" დაბინავდა. მისი ოთახი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა და, როცა იქიდან გამოსულმა უზარმაზარ თეთრ როიალს მოკრა თვალი, უკითხავად მიუახლოვდა, მიუჯდა, თვალები დახუჭა და თითები ზედ დაასვენა. 

- ჩანს ეს ინსტრუმენტი ძალიან გიყვართ... – მოესმა ზურგსუკან მინისტრის მშვიდი, მონოტონური ხმა, ამიტომ პატივისცემის ნიშნად თავი ოდნავშესამჩნევად დახარა – გერმანულია, იცით, არა?

– დიახ, – ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი – მაქვს პატივი.

– სულ მალე ჩემს გოგონასაც გაგაცნობთ... – კუბურ სიგარას გაუკიდა და სავარძელში მოკალათდა.

– გოგონას?! – წარბები შუბლზე აუვიდა პიანისტს – თქვენი შვილიშვილი გოგონაა?!

– ვინმემ მახსენა? – წკრიალა, მაცდური, ერთი მოსმენით უბიწო, თუმცა ფლირტის შემცველი სულ რამდენიმე ნოტი და მინ იუნგიმ წამში გააცნობიერა როგორ მოხვდა ასე უეცრად, უმიზეზოდ, აუხსნელად გამოკეტილი უზარმაზარ ციხესიმაგრეში...

აკვიატება. 

სტუდენტი. 

"და თუ მეც პიანისტი ვარ?"

თავდაყირა დადგა ყველაფერი... გაახსენდა, როდის... გაახსენდა ეს ტონალობა ბოლოს სად მოისმინა. "ინტერლუდში" საშუალო სიმაღლის, ძვლებამდე გამხდარმა ქალიშვილმა "თურქული მარშის" შესრულება სთხოვა... მაშინ ყურადღება არ მიაქცია, თუმცა რატომღაც დაამახსოვრდა დიდრონი ყავისფერი თვალები.

– ჩემთვის "თურქულ მარშს" დაუკრავთ, გეთაყვა? – იკითხა მის წინ მდგომმა, ასე ცხრამეტი წლის არასრულწლოვანმა და მარგალიტებად დაიფანტა უფროსი მამაკაცის წინაშე.

დეჟა ვუ თუ ჟამე ვუ, რა მნიშვნელობა ჰქონდა... იუნგიმ ფრანგული საერთოდ არ იცოდა, უცნაური შეგრძნება კი დაუცხრომლად აწუხებდა. გაუაზრებლად შეასრულა ის, რაც უბრძანეს. ოთახი დაძაბული, გულისწამღები, აზარტული მელოდიით აავსო, პულსის ცვლილება ყელში იგრძნო და მზერა კლავიშებიზე დააკერა.

Taehyung's LolaWhere stories live. Discover now