19

1.1K 145 109
                                    

ერთი საათით ადრე

თეჰიონი დასევდიანებული იჯდა ოთახში, თავს უცნაურად გრძნობდა... ცარიელად. რა თქმა უნდა, ლოლა უყვარდა, სურდა ცოლად შეერთო და უამრავი შვილი ჰყოლოდა, მაგრამ... ეს ერთი 'მაგრამ' ყველაფერს აფუჭებდა! ყველაფერი აირია. ჯინის, ჯუნის თუ ვირუსის გავრცელების გამო... იქნებ, ტყუილად ირჯებოდნენ?! დოლორესისთვის რომ ეთქვა მსგავსი რამ, ალბათ, უკანასკნელ ცრემლამდე იტირებდა და ოთახიდან არ გამოვიდოდა... მარტოობა ნერვებს უფუჭებდა და, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს შეუმჩნევია, მელანქოლია ნაბიჯ-ნაბიჯ დაყვებოდა... ამიტომ გადაწყვიტა მომავალი დღიდან  კვლავ საქსაფონზე დაეკრა კოპაკაბანაზე ჩარჩენილი სასოწარკვეთილი ხალხისათვის.

***
იუნგისა და სანის ურთიერთობა დალაგდა. პატარა ქალბატონი აღარ ცდილობდა უფროსთან ეფლირტავა, არამედ პატიოსნად ასრულებდა დავალებებს, ზომიერად გულმოღებულ მაისურებსა და ქვედაკაბებს იცვამდა, როიალთან ჯდომისას აღარ ეხებოდა პიანისტს...

- დღევანდელი გაკვეთილი დასრულებულია, სან ჰი, - ჩაახველა მამაკაცმა - შეგიძლია ხვალისთვის ვივალდის 'ზამთარზე' იმუშაო.

- მადლობა, იუნგი! - გაუღიმა და თეთრი სკამიდან წამოდგა - სხვა რამეს ხომ არ დამავალებ?

- არა, თავისუფალი ხარ... - ჭოჭმანით წარმოთქვა ორი სიტყვა - თუმცა... თუ გინდა... არ ვიცი...

- კარგი, ვისადილოთ ერთად, - თავი დაუქნია და კიბეს აუყვა - მგონი, ბაბუა გვიან დაბრუნდება...

- გასაგებია... - თავი დაუქნია უმცროსს და პერანგის სახელოები დაიკაპიწა - ვერანდაზე ვიქნები!

თხუთმეტი წუთის შემდეგ სიმწვანეში ჩაფლულ, მყუდრო მაგიდასთან ისხდნენ და მადიანად შეექცეოდნენ საჭმელს. იუნგი ფრთხილად აკვირდებოდა სანის მანერებს, მიხვრა-მოხვრას... რა მოხდა?! მასში რაღაც შეიცვალა თითქოს...

Taehyung's LolaWhere stories live. Discover now