20

921 142 71
                                    

გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, იუნგის ჯეიმს ბონდობა იმაზე უკეთ გამოუვიდა, ვიდრე დენიელ კრეიგს. პრინციპში, არც არავინ ელოდა, რომ სახლიდან ვინმე გაიპარებოდა, დაცვის თანამშრომლები ძირითადად სტუმრებზე იყვნენ ორიენტირებულნი, ამიტომ წყვილმა ნახევარი საათის შემდეგ "ლაჟვარდიაფერი სახლი" წარმატებით დატოვა, თუმცა... მოდი, რამდენიმე დეტალს დავამატებ...

ცდა 1

- ჯერ შენ ადი, მე თავს თავადაც მივხედავ! - კატეგორიული ტონით მიმართა სტუდენტს პიანისტმა.

- კარგი! - უპასუხა უმცროსმა - უბრალოდ მიბიძგე და მარტივად გადავალ, ხომ იცი, ტანვარჯიშში შვიდგზის ჩემპიონი ვარ!

- არ მაინტერესებს, მოდი... - სულ ოდნავ მიაშველა მკლავი, ბავშვი კი მოქნილად ამოძრავდა და წამში კენწეროში მოექცა.

- მომეჭიდე! - ხელი გაუწოდა იუნგის.

- არ მჭირდება!

- მომეჭიდე-მეთქი!

- ჯანდაბა!

- მოიცა, რას აკეთებ!

- გეჭიდები!

- ასე ხომ ჩამომაგდებ!!!!!!! იუნგი! იუნ...

კვლავ სახლის ეზოში დაბრუნდნენ...

ცდა 2

- სან ჰი, მომაწექი, თორემ კედელი ძალიან მაღალია! - წუწუნებდა უფროსი და ცალი ფეხის ამარად კონწიალობდა

- ღმერთო, მეგონა, ამიტაცებდი და ერთი ამოსუნთქვით გადამაფრენდი! - თვალები აატრიალა სანიმ.

- წუწუნებ თუ მეჩვენება?! - თავი უკმაყოფილოდ გააქნია - უფრო ძლიერად! - წარმატებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა - უფრო ძლი... საჯდომზე ხელებს კი ნუ მიფათურებ, ღონე იხმარე! - დაუცაცხანა გოგონას.

- ახლა გაჩვენებ ღონეს... - თქმა იყო და მოქმედება - იუნგი გავალნის მიღმა აღმოჩნდა... ოღონდ - სახით ძირს.

- შე პატარა... - მტკივნეულად მოისრისა  შუბლი - იმსახურებ, რომ მანდ დაგტოვო!

Taehyung's LolaWhere stories live. Discover now