9

1K 159 144
                                    

იუნგის დილა უჩვეულოდ ადრე დაიწყო - მოსამსახურე ქალმა სამჯერ დააკაკუნა კარზე და როცა ხმა არავინ გასცა, უკითხავად შეაბიჯა ოთახში, ფარდები გადასწია, ფანჯრები გააღო და ყმაწვილი ფრთხილად შეარხია.

- რა ხდება?! - ცალი თვალი გაახილა ნახევრად მძინარემ.

- სუფრასთან ზუსტად ნახევარ საათში უნდა იყოთ, ბატონო მინ... - გააფრთხილა თავაზიანად - გთხოვთ, არ დაიგვიანოთ!

- არ მშია, ღვთის გულისათვის... - ამოიბურტყუნა და გვერდი იცვალა.

- ეტიკეტი მოითხოვს ამას! - ხმაში სიმკაცრე შეეპარა უფროსს - თუ არ გამოცხადდებით, საყვედურს დაიმსახურებთ!

- კარგი, კარგი... - საბანი გადაიხადა და ზლაზვნით წამოიწია - ახლა კი, თუ შეიძლება, დამტოვეთ...

- თქვენის ნებართვით. - თავი დაუკრა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.

femmefatale
Copacabana

Liked by kimseokjin, kimnamjoon, fluffyalien and 389279 othersშესაძლებელია, რომ არ მიყვარდეს?😩@fluffyalien☀️🌙✨

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

Liked by kimseokjin, kimnamjoon, fluffyalien and 389279 others
შესაძლებელია, რომ არ მიყვარდეს?😩
@fluffyalien☀️🌙✨

kimseokjin ჩემი აზრით, კი🙃
kthoe95 😣😣😣რანაირად...
taesgirl შეუძლებელია😔💞💞💞
minyoongi მე იმას ვერ ვხვდები, საერთოდ რატომ უნდა გიყვარდეს🗿

View all 2007 comments
Today

- გამაგიჟებს ეს გოგო... - მობილური გვერდით გადადო იუნგიმ და ჩაცმა დაიწყო.

სულ მალე მაგიდასთან მინისტრი, სანი და იუნგი ისხდნენ და გემრიელად ილუკმებოდნენ. როგორ ჩანდა, სამივე სხვადასხვა რამეზე ფიქრობდა, ამიტომ შუადღემდე ერთმანეთს თითქმის არ გამოლაპარაკებიან, სალამს თუ არ ჩავთვლით.

Taehyung's LolaWhere stories live. Discover now