გავიშიშვლებდი ჩემს სულს...

39 4 2
                                    

გავიშიშვლებდი ჩემს სულს ალბათ, რომ მქონდეს ძალა,
გავიშიშვლებდი თუმცა მერე შევთხზავდი წარსულს,
მოგიყვებოდი რომ უდღეოდ როგორ ვცხოვრობდი
და შიშისაგან როგორ კრთიან ჩემი მუხლები,
არ დაგიმალავ, რომ ჩიტებიც გავუშვი ჩემგან,
რადგან წახვედი და არ მსურდა მათი დანახვაც,
ჩემთვის ლოდი მათთვის კი კენჭი ლამის ვესროლე და დავუტოვე მხოლოდ ერთი ფრთა.

გავიშიშვლებდი სულს ჩემს სხეულს,
ფიქრებს გავტეხდი...
შენს ყველა სიტყვას ვაბიჯებდი სუსტ ტერფებს ქარში,
რადგან დამტოვე, არ ისურვე გესმინა ჩემთვის.
გავიქცეოდი, რომ შემეძლოს გაქცევა შენგან
დაგიტოვებდი უპასუხო წერილის დასტებს,
შენგან მოგზავნილ ყველა ფიქრს და იმ დიდ ტკივილებს,
რომ წახვედი და დამიტოვე გულში უფსკრული,
წავიდოდი და სულს გავყიდდი მე ჩემს ლექსებში.
გავიშიშვლებდი მხოლოდ მხრებზე წამოწრდილ ყვავილს,
იმ სულს გაჩვენებ ცრემლებად რომ იღვრება ღამით,
გეტყოდი აწმყოს, მომავალსაც თუ შევძლებ გეტყვი
და ბნელ ღამეში ლურჯ მთვარეზე მოგითხრობ ამბებს.

გაგექცეოდი...
ჩემს ტომარას მოვიგდებ მხრებზე
და ყველას ღიმლს დავურიგებ ცრემლების ნაცვლად.
მიკანკალებდა თითები, მხრები ტკივილისგან კი მეშვიდედაც მუხლზე დავეცი,
და ისევ ფეხზე წამოდგომას ვეწადე ბევრჯერ,
ამიკანკალდა სუსტი მხრები, ხელები, სული და კანკალისგან დასუსტებულ მუხლებზე მაწვიმს.

my poem•Where stories live. Discover now