გატეხილი ვარ...

63 8 2
                                    

გატეხილი ვარ...
თითქმის ცხრა თვეა ამ მსმენია შენი სიცილი,
და არ მინახავს მომღიმარი მე შენი სახე,
ნეტავ შემეძლოს რომ კიდევ ერთხელ
შენს თვალებს მივწვდე...
რატომ წახვედი?
ყველას დარდი რატომ გვაჩუქე
ჩვენ შენი სევდა არ გვინახავს
სულ იღიმოდი.

გატეხილი ვარ...
ჩემი სულის ტკივილი გახდი,
ვერ დავიჯერე შეხვედრა ჩვენი
შენ ერთი სიტყვაც რომ არ მითხარი,
ნუ დადუმდები...
შემოდგომის სევდას ნუ უსმენ,
და ქარიშხლში თმებს ნუღარ იშლი.

გატეხილი ვარ...
შენი სულის ქარში ვტრიალებ,
და შემოდგომის ფოთოლცვენას  ვუყურებ წამით,
ფოთოლცვენაა...
მე კი ისევ წვიმას გავყურებ,
და ცრემლთა ცვენა მიბურავს თვალებს.
ჩემი სევდა ხარ...
ფოთლის სიზმრიდან გადმოსული,
ჩემგან შორსა ხარ.
გატეხილი ვარ...
გელოდები, შენ კი აქ არ ხარ...
სულ სამი ღამის ნათევი ვარ,
მე თავს აქ ვკარგავ.

-----------
vote & comment
ვუძღვნი ადამიანს რომელთან ერთადაც გავიზარდე,
ადამიანს რომელმაც წელიწად ნახევრის წინ მიმატოვა,
ვუძღვნი ადამიანს რომელმაც
ბევრი რამ მასწავლა და პირველ რიგში მან მეგობრობა და შემდეგ თავგანწირული სიყვარული მასწავლა.🖤

my poem•Where stories live. Discover now