ნოემბერი სამ დღეში კვდება...

143 11 2
                                    

მე ფეხ ქვეშ ვკეცავ შემოდგომას და მის მზის სხივებს,
ნოემბრის ფოთლებს მოგონებად ვინახავ ჩემში,
გარდაცვალების პირას ვდგავარ ვარ ნოემბერში,
ხვალ ღამით სიზმრად ეშმაკს ვნახავ ცეცხლისფერ თვალით,
მე სევდის ზღვაში დამხრჩვალი ვარ ნოემბერს ვტირი...

აღარ ვინატრებ მე მზის სხივებს დაისი მოდის...
უფრო ახლოს ხარ...
ნოემბერი მაკვდება ხელში,
მე მის დაგლეჯილ ფოთლებს შორის სულ მარტო ვივლი.
უფრო ახლოს ხარ...
სიცივისგან გიკრთის თითები,
შემოდგომისთვის გაღვიძებულს მე ზამთარი მზრდის.

უფრო ახლოს ხარ...
სიჩუმეში სიგიჟე კივის,
მზის ჩასვლას ვნატრობ
შემოდგომის ფოთოლთა ცვენას,
და ნოემბერში თეთრ ფიფქებად ნაწვიმარ სევდას...
შემოდგომა ხელში მიკვდება...
მის მზისფერ ფოთლებს ჩემს წერილებს ვუწოდებ დღესაც.
ნოემბერი სამ დღეში კვდება.

უფრო ახლოს ხარ...
დაფლეთილი თითები მტკივა,
ზამთარი მოდის...
დეკემბერიც მიახლოვდება,
მარწუხებს მახვევს
ნოემბერი მე აქ მიკვდება...
მიდის და მტოვებს თურმე შვილიც არ ეცოდება.
მთვარე შორს არის...
ნაცრისფერი დარდი ახურავს
და შემოდგომის სიმარტოვეს ვერსად ექცევა.

მე ფეხ ქვეშ ვკეცავ შემოდგომას და მის მზის სხივებს,
ნოემბრის ფოთლებს მოგონებად ვინახავ ჩემში
გარდაცვალების პირას ვდგავარ ვარ ნოემბერში...
უფრო ახლოს ხარ...
ნოემბერი ხელში მაკვდება
შენ სევდიანი სამოსელი წუხელ ჩაგიცვამს,
და გაძარცული სულის მძევლად მარტო დადიხარ.

/ა/

my poem•Wo Geschichten leben. Entdecke jetzt