მე ჩემს თავს ვტოვებ...

61 8 6
                                    

მე ახლა ამ წამს,
არ მსურს და არ მწამს,
ვიფიქრო ჩემზე, შენზე და კიდევ სხვაზე,
მე ჩემს თავს ვტოვებ...
ფიქრებს საკუთარ თავს ავარიდებ.

მე ჩემს თავს ვტოვებ...
და მაშინ როცა არ მსურს ვუსმინო უაზრო ფიქრებს
თითებით ვისვრი გვირილებს ცისკენ,
წვიმაში დავდებ ლურჯ-მწვანე კესანს,
ფერი გაუვა...
და ალბათ ფიქრებს კიდევ მოუწევთ ქუჩების გავლა.

მე ჩემს თავს ვტოვებ...
რადგან არ გესმით თქვენ ჩემი ახლა,
თქვენს სულს არ ესმის დღეს ჩემი ოხვრა,
მე კი ნელ-ნელა სახეს ვიხოკავ,
თვალები იტყვის, ვიცი მაინც გამცემენ ალბათ.

მე ჩემს თავს ვტოვებ...
მივდივარ კარგად,
საკუთარ ფიქრებს ვერ ვეტყვი მართალს,
ზურგს შემაქცევენ,
დამტოვებენ წვიმაში ახლაც,
შემაშინებენ ისე, როგორც ოდესღაც მოხდა.

მე ჩემს თავს ვტოვებ...
უგზოუკვლოდ ვაცეცებ თვალებს,
თითებს დასერილს ჰაერში ავწევ...
ცრემლიან თვალებს ცას მივანათებ,
ვიცი, რომ იცი რა მინდა ახლა,
და მაინც ამ წამს არ მსურს და არ მწამს,
ვიფიქრო ჩემზე, შენზე და კიდევ ამ წამს, მე ისევ არ მწამს ვიფიქრო ის, რომ შენ დაბრუნდები.

--------------
vote & comment✔️

my poem•Where stories live. Discover now