წვიმაა..

79 10 2
                                    

წვიმაა... სევდამ დაკეტა გრძნობის დარაბები,
დღეს მე მეშინია...
შენი მეშინა,
სისხლში ამოსვრილი უსულო თითების,
წვიმის სუნი არის,
ბალახს გვირილები შეერია,
და მე მეშინია,
წვიმის მეშინია...
შემოდგომის თბილი წვიმის.

წვიმაა... სევდამ დაკეტა გრძნობის დარაბები,
ისევ მეშინია, უსაზღვროდ მეშინია,
ვტირი და ცის ცრემლები ჩემსას ერევიან,
ყველა და ყველაფერი ჩემთან და ჩემს გარეშე,
ცის ცრემლით სველდებიან.
შენს სახეს ნაიარევს,
სიცივე დატყობია,
და შემოდგომას ყვითელი ფოთლით,
ჩემს ხელზე სძინავს,
მუჭებში მიყრის ფოთლებს და ცრემლებს,
კესანებს ამტვრევს დღის ცივი სუსხი,
და მე მეშინია...
შემოდგომის სუსხის და წვიმის მეშინია.

my poem•Where stories live. Discover now