-3-

658 61 25
                                    

თავების განლაგება აირია, დარწმუნდით რომ ჯერ მეორე თავს წაიკითხავთ.

- ჯინ წავედი მე.

- ისაუზმე?

სამზარეულოდან გამოსძახა ჰიონმა.

- დამაგვიანდება.

უკვე ფეხსაცმელებს იცვამს ჯონგუკი და წასასვლელად ემზადება.

- აბა ერთი შემოგხედო, სამსახურში აჩეჩილი პერანგით არ მიდიოდე.

- კარგი რაა ჯინ.

- ნუ წუწუნებ პატარა ბავშვივით!

დღეს დიდი დღეა, ჯონგუკი პირველად მიდის ახალ სამსახურში, სწავლა უკვე დაასრულა და ახლა ექვსთვიანი სტაჟირება აქვს.
გუშინ პრაქტიკის ხელმძღვანელს ესაუბრა, ისიც დიდი მონდომებით უკითხავდა ლექცია, ახლა უკვე ახალ სამსახურზე და ნაცნობების გაჩენის მნიშვნელობაზე. როგორი დიდი პატივია ამ კომპანიაში პრაქტიკის გავლა და როგორ გაუმართლა, რადგან იმ პროექტში, რომელზეც ჯონგუკის უფროსი, მთავარი ინჟინერი მუშაობს მათი კურსდამთავრებულიც იღებს მონაწილეობას არქიტექტორთა ჯგუფში. მას ნამდვილად გამოადგება კარგი ურთიერთობა არქიტექტორებთან, ამიტომ აუცილებლად უნდა დაუმეგობრდეს და ა. შ. კიდევ უამრავი სასარგებლო ინფორმაციით გამოუტენა ტვინი ჯონგუკს და ალმამატერიდან კეთილი სურვილებით გაისტუმრა.

დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება, ის მშვენიერ ხიდებს ააშენებს და ჯინს ცხოვრებას შეუმსუბუქებს. დრო მოვიდა ძმას ამაგი დაუფასოს, ახლა თავად იზრუნოს თავის მშვენიერ ჰიონზე. ჯონგუკს ახსოვს ძველი ჯინი, მხიარული და ცოტათი ეგოისტი, გადაღლილობისგან ჩაშავებული უპეების გარეშე. მას თავისი მხიარული და ქარაფშუტა ჰიონის დაბრუნება უნდა, მისი სიცილი მთელს სახლში რომ ისმოდა. ჯინი რა თქმა უნდა გაიზარდა და დაჭკვიანდა, მაგრამ მასში ჯერ კიდევ ხედავს ჯონგუკი იმ თავკერძა ომეგას. 

აი ისიც, ჯუნგიკი დიდებული "კან ჰოლდინგის" მოპირდაპირე მხარეს ტროტუარზე დგას და მრავალსართულინ შენობას შეჰყურებს, ბოლომდე ვერც კი აწვდენს თვალს. საკუთარ გულისცემას გრძნობს, ამ იმპერიაში სტაჟირებაზე მოხვედრა სასწაულია, მართლა ძალიან გაუმართლა ახლა აქ რომ დგას. როგორ იქნა ფეხით მოსიარულეთათვის მწვანე აინთო და მანაც გადაკვეთა ფართო ქუჩა. კინაღამ ბეიჯის გაკეთება დაავიწყდა, დიდხანს იქექებოდა ჩანთაში სანამ იპოვნიდა. ბეიჯზე დიდი ასოებით წერია "სტაჟიორი", ქვემოთ კი განყოფილების დასახელება. 

ძმებიحيث تعيش القصص. اكتشف الآن