ჯონგუკი ახლაც იმ დივანზე დაებერტყა და თავი უკან გადააგდო, ფეხები განზე გაეშალა, ხელები ზედ დაელაგებინა.

- გამარჯობა ჰოსოკ

- ოუ ძმაო, მართლა ცუდად გამოიყურები, რა გჭირს?

ეგრევე შეეკითხა, როგორც კი ტელეფონიდან თავი ამოყო.
ორივენი ინტერესით მიაჩერდნენ ჯონგუკს, ელოდნენ რომ რამეს იტყოდა, მაგრამ მან ჯერ პარკებიდან ბოთლები ამოალაგა, ერთს თავი მოხსნა და მოიყუდა.

- მაგრად დამერხა ბიჭებო.

პირველი ბოთლი ბოლომდე ჩაცალა და პაემნის შესახებ მოყოლას შეუდგა.

- ჯანდაბა ძმაო.

- მაგრად დაგერხა!

- აბა მე რა გითხარით.

- თვალებს ნუ გვიტრიალებ ჯონგუკ, ჯერ კიდევ შოკში ვარ.

- მართლა თეჰიონ? აბა მე მკითხე?!

- საინტერესო ომეგა ჩანს.

- კარგი რა ჰობი, რომელი ნორმალური ომეგა უარყოფს საკუთარ ჭეშმარიტს? თან ამას შეხედე, ჯონგუკზე დორბლებს ყრიან. მართლა შეყვარებული ყოფილა ის საცოდავი.

- ამის დედაც! ვინ არის ის ნაბიჭვარი? როთი მჯობია?! - ისე შეყვირა ჰოსოკი სავარძლიდან გადავარდა.

- ნუ გაგიჟდები ახლა ჯონგუკ, შენ რომ იყო მის ადგილას რას იზამდი? გგონია ადვილია იმ ადამიანის მიტოვება ვინც გიყვარს?

- არა მაგრამ...

- ძმაო ის შესანიშნავი ომეგაა და იმსახურებს იმ ადამიანთან ერთად ყოფნას ვინც უყვარს.

ჰოსოკს მხარი აუბა თეჰიონმა

- თქვენ პირი შეკარით? ჰო ის შესანიშნავი ომეგაა და ეგ საოცრება ჩემთვის შეიქმნა და არა ვიღაც იდიოტისთვის!

- მოდი დავლიოთ და მაგაზე ბრაზი რომ გაგინელდება მერე ვისაუბროთ.

- თეჰიონი დღეს სიბრძნეს აფრქვევს - ჩაიხითხითა

გაკრეჭილ ჰოსოკს თეჰიონი სავარძლიდან უბღვერდა.

ძმებიWhere stories live. Discover now