დეიდასთან და ბიძასთან ერთად კვანჯუში გადავფრინდით აქვე ძველ სახლსაც გავუარეთ,დეიდამ წესისამებს ოდნავ მიალაგა და ისევ დაიწყო ჩემი დათანხმება ამ სახლის გაყიდვაზე, მაგრამ ამ ჯერად ალექსმაც კი გამოიჩინა ინიციატივა და დეიდას არგუმენტები ჩემს მაგივრად წამოუყენა, სახლიდან გამოვედით და იმ ადგილისაკენ დავიძარით რომელიც თან მიყვარდა და თან მძულდა (სასაფლაო)
-ნენსი იმ დღეს ბიჭი შენ გამოაგზავნე?
-კი დეიდა
-კარგი..

არ მინდა ავღწერო ის თუ როგორ ვტირი ყოველ ჯერზე როცა მშობლებთან მოვდივარ ეს უფრო მეტად მიაძულებს ავტირდე. სეულში საღამოთი დავბრუნდით ალექსი ჩემებთან დავტოვე და სახლში დავბრუნდი ივის ოთახში შევედი და როგორც აღმოჩნდა რაღაც რაღაცეები დაუტოვებია ეს ნივთები მოვაგროვე და მასთან წავიღე კარი მისმა დედამ გამიღო
-ომოო ნენსი რამდენი ხანია არ მინახავხარ!
-როგორ ხართ?
-კარგად შენ? რა მოხდა თქვენს შორის რატომ დაბრუნდა? ისევ წაიკამათეთ ხომ?
-სამსახურიდან გავუშვი და გამებუტა, საითაა?
-თავის ოთახში..
ქურთუკი გავიხადე და ივისთან ავედი როგორც ყოველთვის ლოგინზე გდია და მუსიკებს უსმენს
-შენ?
-ჰო როგორც ხედავ რაღაც რაღაცეები დაგრჩა და მოგიტანე
-იქნებ დაბრუნებას ვაპირებ და იმიტომ დავტოვე?
-ამ საქმეში თუ დამნაშავედ მე მთვლი და ვერ ხვდები რომ შენთვის კარგი მინდა ნუ დაბრუნდები.
-და შენს ჩემს მაგივრად რატომ წყვეტ? ეგ სახლი მხოლოდ შენი არა!
-უმეტესი წილი ჩემია და თუ ფართი ასე გაწუხებს მაცადე ერთი წელი უკან კვანჯუში როცა დავბრუნდები გავყიდოთ
-კვანჯუში რა გინდა?
-ბევრი რამ შეიცვალა ჩემში და ჩემს ცხოვრებაში
-კერძოთ?
-არ ვთვლი საჭიროდ რომ მოგიყვრ ეს არაფერს შეცვლის შენში
-რატომ მელაპარაკები ისე თითქოს თანაგრძნობა არ შემეძლოს?
-რომ შეგეძლებოდა დღეს დილით კვანჯუში წამომყვებოდი, ნახვამდის..

თეჰიონის პოვ
თავში ალბათ ყველაზე იდიოტურმა იდეამ დამარტყა ნენსის გულის მოსაგებად ჯანდაბას უკვე ღრმად შევტოპე,კარზე ვაკაკუნებ
-ოო ისევ თქვენ? ამჯერადაც ნენსიმ გამოგიშვათ?
-აჰ არა ალექსის წასაყვანად არ მოვსულვარ თქვენთან მინდა ლაპარაკი
-ჩემთან? კარგი მობრძანდი აი აქეთ..
-გმადლობთ
-ყავა? ჩაი?
-არა არ შეწუხდრთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდა რომ გესაუბროთ ოღონდ ნენსის არ უნდა უთხრათ რომ აქ ვიყავი..
-კარგი,დაიწყე
-შეგიძლიათ ნენსის მშობლებზე მომიყვეთ?
-რატომ? რაში გაინტერესებს?
-ქალბატონო სიდნი, მე ნენსი მიყვარს და ვხედავ თუ როგორ განიცდის იმას რომ ამდენი ხნის მანძილზე პოლიციამ მისი მშობლელის მკვლელი ვერ იპოვა
-და შენ ამას როგორ შეძლებ?
-არტისტი გახლავართ და საკმაოდ დიდი გავლენა მაქვს ყველა სფეროში მინდა რომ დავეხმარო
-დეიდა თეჰიონი კარგი ბიჭია!
-ალექს ოთახში ადი ეს უფროსების საუბარია
-კარგი,თეჰიონ ისე არ წახვიდე რომ არ მეთამაშო!
-აუცილებლად
-კარგი მისმინე თუ გინდა ჩაიწერე კიდევაც,ნენსის მამა წარმოშობით ამერიკელია ლიამ ემსიდონი, როცა კვანჯუში ჩამოვიდა ნენსის დედა ანუ ჩემი და კიმ ჩონჰა გაიცნო ერთმანეთი შეუყვარდათ იქორწინეს და ორი შვილიც ეყოლათ,ლიამი თავის დროზე ამერიკაში კარგი პოლიტიკოსი იყო და როცა კვანჯუში რაღაც პოლიტიკურ არეულობაზე შეიტყო აქეთ წამოვიდა აქაც საკმაოდ კარგ პოლიტიკას ატარებდა და ხალხს მალევე შეუყვარდა, თავისთავად მედალს მეორე მხარეც აქვს და მას მტრებიც გამოუჩნდა,როცა ლიამი უკვე საკმაოდ მაღალი თანამდებობისთვის შეამზადეს ნენსი 15-16 წლის იყო ალექსი კი 3 წლის რათქმაუნდა იმ ინფორმაციამ რომ ლიამს თანამდებობაზე ნიშნავდნენ მალევე გაჟონა და როცა ერთ-ერთი შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ მათ მკვლელობა მოუწყეს
-და ეჭვი არავისზე არ გქონიათ?
-იყო ერთი ჩვე ჯისონი,ყველაზე მეტად ის ემტერებოდა მაგრამ ვერანაირად ვერ დაამტკიცეს მისი დანაშაული პირიქით აქეთ დაგვემუქრა რომ ცილისწამებისთვის გვიჩივლებდა!
-სულ ესაა?
-მეტის მოყოლა არ შემიძლია ვინაიდან მათ ოჯახის საქმეებშიც არ ვერეოდი და შესაბამისად მწირეს ვფლობ ნენსიმ შეიძლება იცოდეს რამე..
-არა ნენსი არ მეტყვის არაფერს..
-არამგონია საქმე თავიდან გაგიხსნან..
-ვცდი,თქვენის ნებართვის ალექსთან ავალ
-კარგი მიდი

ვიცი რომ პატარა თავია მომიტევეთ🙃❤️

Girl From a Dream✅Where stories live. Discover now