Part 19

393 38 0
                                    

ალექსი დეიდასთან კვირას დავაბრუნე და მისი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე მას იქ დაბრუნება აღარ უნდოდა მაგრამ სხვა გზა არ მაქვს ჯერჯერობით.
ორშაბათს კი ისევ სამუშაოს შევუდექი მე და ივი ერთად მივედით კომპანიაში და ბანთანებს შევუარეთ პირველ რიგში
-დილა მშვიდობისა ყველას!!
-შენს ასევე
-ჰეი ჯიმინ!
-ჰოუ
-დაქალს კიდევ ერთხელ მომპარავ და სხვანაირად მოგხედავ!
-ბოდიშით! აღარ ვიზავ!
-კარგი 10 წუთში დიდ დარბაზში!გადაღებაა!
-არის ბრაზიანო მენეჯერო!
-რა დამიძახეთ?
-წადიი გეჩქარებოდაა!!
ივიმ დარბაზიდან გამომაგდო მეც პირდაპირ გადამღებ ჯგუფთან ავირბინე და გავაფრთხილე რომ მზადყოფნაში იყვნენ სულ ცოტა ხანში ბიჭებიც ამოვიდნენ სტაფებთან ერთად და ყველა თავის საქმეს შეუდგა მათ შორის მეც.
-თეჰიონ ძაღლი რისთვის ამოიყვანე?
-ამომყვა
-ნივთი ხომ არაა რომ ამოგყვეს?!
-ჩაიყვანე მაშინ..
-უკაცრავად?
-სტაფიც ბრძანდებით ქალბატონო ნუ გავიწყდება,თმას მეთვითონ გავიკეთებ შენ კი ძაღლი ჩაიყვანე მაგრამ მალე დაბრუნდი მაკიაჟი დამიმთავრე
-შენს გარეშეც ვიცი!_ვინაგლე და მეოთხე სართულიდან მეორეზე ელვის სისწრაფით ჩავედი თანი დავტოვე და იქვე სკამზე ჩემი ჩანთაც ჩამოვკიდე ისევ ზევით ავედი და მუშოაბა განვაგრძე
*გადაღებების შემდეგ*
ივი:ჯიმინ ქუქის სტაფს ნაკლებად ენაზე თორემ ერთი ადგილის გარეშე დაგტოვებ,იმ ძუკნას კიდე თმებით ვითრევ!
-ტელეფონი? აჰ ჩანთაში მაქ ჩავირბენ უცბად და იქ დაგელოდებით!
-კარგი
დარბაზში ჩავირბინე და არაა.....არაა იონთან!!!!! საზიზღარო ძაღლო!!,თანს მივვარდი და უკვე გადაღეჭილი ჩანთის კიდე წავართვი,მთლიანად გაანადგურა.
-კიმ თეჰიონნ!!!მოეთრიე აქ!!!
-რა ხდება? ძაღლი დასვი რანაირად გიჭირავს?!
-მკიდია ნახე რა გააკეთა
-უიმე ჩანთაა უბრალოდ ახალს გიყიდი
-ახალს მიყიდი?ახალს მიყიდი? იმ მოგონებებს და იმ ფას დაუბრუნებ რაც აქამდე ქონდა?მიპასუხე შეძლებ დამიბრუნო ის რაც მასთან მაკავშირებს შეძლებ?
-რაა? რა გატირებს?!
-ხედავ ვერც კი ხვდები საკუთარ დანაშაულს!
ჯიმინი: ნენსი დამშვიდდი ძაღლის ბრალია თეჰიონი რა შუაშია
-რა ჯანდაბად მოყავს სამსახურში?!იდიოტი ხარ!გესმის იდიოტი!!მოხვედი და ძაღლს არც კი ეჩხუბე!
-ტონს დაუწი!რაღაც ჩანთის გამო ძაღლს ვერ ვეჩხუბები და ტყუილად ვერ დავსჯი არ უნდა დაგეტოვებინა!
-აჰა ანუ დამნაშავე მე ვარ?
-დიახაც ხარ,ლილიპუტ
-მადლობა კრეტინო
ეს ვთქვი და დარბაზიდან ცრემლიანი გავედი კაბინეთში ავედი და ჩავიმუხლე გამწარებუთ ვტიროდი
შუგას პოვ
თეჰიონთან მივედი და წამოვარტყი
-სულ დაკარგე ხომ ნამუსი და კაცობა?
ნენსის აწ უკვე განადგურებული ჩანთა ავიღე და კაბინეტში ავედი როდესაც კარი გავაღე დავინახე თუ როგორ იჯდა ძირს და ტიროდა მივედი და მეც გვერდით დავუჯექი
-არ მინდა მეც თეჰიონის ნაირი კრეტინი გამოვჩნდე მაგრამ ეს ხომ ჩანთაა
-იუნგი ეს ჩანდა დედამ მაჩუქა!
-არაუშავს აუხსნი რაც მოხდა
-ვერ ავუხსნი გესმის ის აღარ არისს ორი წლის უკან დავკარგე! ვერაფერს ვერ ავუხსნი ვერ ვეტყვი დე მაპტიე შენი შობაზე ნაჩუქარი ჩანთა ძაღლმა გამინადგურა და ისიც ვერ გადამისმევს თავზე ხელს და ვერ მეტყვის არაუშავს ახალს გიყიდი!
-მაპატიე არ ვიცოდი თუ ასეთი სიტუაცია ყოფილა!
ალბათ დებიუტიდან მოყოლებული თეჰიონის ცემის სურვილი ასე გამძაფრებული არასდროს მქონია მაგრამ მანაც არ იცი რა ხდება ამიტომაც მოიქცა ასე იდიოტიცით ნენსის დამშვიდების მიზნით თავზე ხელს ვუსვამდი და ყველანაირად ვცდილობდი დამემშვიდებინა არ მეგონა რომ მისი ღიმილის მიღმა ასეთი რამ იმალებოდა.... კაბინეტში ივი შემოვიდა და თვალებით მანიშნა რომ გავსულიყავი
ნენსის პოვ
იუნგი წამოდგა და როდესაც მას შევხედე მის თვალებზეც სისველე იგრძნობოდა თავი შევაცოდე ყველაზე საშინელი გრძნობაა როცა ხედავ როგორ ეცოდები ვინმეს ვერ ვიტან ამ გრძნობას...შემდეგ ივის ავხედე რომელიც ყველანაირად იზიარებდა ჩემს მდგომარეობას
-ვწუხვარ რომ ასე მოხდა,ვიცი რა ფასიც ქონდა შენთვის ამ ჩანთას რომელიც სხვებისთვის უბრალოდ ნივთია რომელსაც შემცვლელს მალევე უპოვიან
-სახლში მინდა...
-კარგი ახლავე შიჰიოკს ვეტყვი და წაგიყვან_თანხმობის ნიშნათ თავი დავუკარი და ემოციების ახალი ზღვა მომაწვა ისევ ავქვითინდი და თან ჩანთის დაღეჭილ ნაწილს ხელებს მაგრად ვუჭერდი თითქოს და ეს გაამთელებდა, ივი 10 წუთში დაბრუნდა და სახლში ტაქსიც გამაცილა თვითონ კი დარჩა.
ამ მომეტში არავინ და არაფერი არ მინდოდა უბრალოდ ლოგინში წოლა და ქვითინი მერჩივნა ყველას და ყველაფერს უმეტესობა იტყვის ჩანთაა და რა ამით და იმიც გასაგებია რომ დედას ნაჩუქარია მაგრამ ამაზე ტირილი და პანიკა ყოვლად შეუფერებელია,გეთანხმებით მაგრამ მაინც ვერ ვიკავებ თავს ამ ჩანთის გაფუჭებაში და მის დაკარგვაში არაა მთავარი არსი,მთავარი ისაა თუ რა ფასი აქ ამ ნივთს ჩვენთვის და რა მოგონებები გვაკავშირებს.
Flashback
შობის დილა დედა,მამა და ალექსი ნაძვისხესთან მელოდებიან
-ნენსი დაუცქალე!!_ისმის 3 წლის ალექსის თლიფინა ხმა
-მოვდივარ აბა მზად ხართ?
-კიი
-კარგი დავიწყოთ მამა ეს შენია_გავუწოდე მამას ყუთი რომელსაც მისი სახელი ეწერა_დედა ეს შენ ალექს ეს კი შენ!
-legoს კონსტუქტოლიი მადლობაა!!
-ნენსი ეს შენ_გამომიწოდა დედამ ლამაზი ჩანთა რომელსაც unicornი ეწერა და ვარდისფერი ბრჭყვიალებით იყო მორთული კი 15 წლის ასაკში unicornზე მეკეტებოდა! ჩანთა ნაზად გავხსენიდა შიგნით მყოფი ყუთი ამოვაძვრინე ყუთი მალევე განვანთავისუფლე შეფუთვისგან და იქედან ჩანთა ამოვაძვრინე რომელიც კოსმოსის სტილში იყო შესრულებული და ქაოსურად 🦄 ეს ეხატა
-დედა მადლობაა!!
-სპეციალურად შევუკვეთეთ!_ამაზე ალექსმა თვალები ჭყიტა რაზეც დედამ სწრაფი რეაგირება მოახდინა
-ძვირფასო რეებს ამბობ ეს ხომ სანტას საჩუქარია არა ნენსი?
-ჰო რათქმაუნდა მამას უბრალოდ სანტას სიკეთის დაბრალება სურს! ასე არ შეიძლება მამა!!_მალევე ავუბი მხარი დედას  ალექსი გაიკრიჭა როცა მიხვდა რომ თოვლის ბაბუა არსებობს და ეს ტყუილი არაა მე და დედამ კი შვებით ამოვისუნთქეთ,მამა კი დამნაშავეს სახით გვიყურებდა
-კარგით ახლა კი საუზმე...
Flashback დასასრული

სახლში მისვლისთანავე საკუთარ ოთახში გამოვიკეტე და ემოციების ზღვაში გადავეშვი სულ ცოტა ხანში ჩამეძინა და საღამოს ათ საათზე მორიდებულმა კაკუნმა გამაღვიძა
-რა მოხდა?
-გეძინა?
-კი
-კარგი ბოდიში გაღვიძება არ მინდოდა
-არაუშავს რამე გინდოდა?
-არაფერი გიჭამია სავარაუდოდ და მოდი,პიცა შევუკვეთე
-კარგი
კარი გავაღე და კიბეზე ჩასულ ივის თვალი გავაყოლე ხალათი მოვიცვი და მეც მისაღებში ჩავედი ივი უკვე ადიელაში გახვეული მიირთმევდა პიცას და თან დორამას უყურებდა
-ეს ის არაა ორ სამყაროს შორისო კომიქსი გაცოცხლება და ეგეთები?
-კი ეგაა
-და ნაყურები რომ გაქვს?
-მერე რა გამეორება ცოდნის დედააო
-ჰმმ ლოგიკურია
-დაჯე დაჯე და ჭამე კიდევ ორი ცალი არის
-ჩასკდომას ვაპირებთ?
-კი...იუნგის თხოვნით 3-4 დღე დასვენება გაქვს შიჰიოკს უთხრეს რომ რაღაც ვერ იყავი დღეს და გული წაგივიდა,მანაც სახლში დარჩეს გამოკეთდეს და დაგვიბრუნდესო
-კარგი მადლობა გადაეცი
-შენთვითონ მიწერე
-არავისთან არ მინდა ახლა ლაპარაკი
-არც ჩემთან?
-ხომ ხედავ რომ გელაპრაკებო შეირგე რა
-რას მამადლი ვერ გავიგე!
-ჩუუ ჩემი საყვარელი მომენტი მიდი კან ჩოლლ აკოცეე!!!
-იეეეაააა აკოცა აკოცა აკოცაა!
-რატო გვიხარია ისე თითქოს პირველად ვუყურებთ?
-არ ვიცი!უბრალოდ უყურე და ზედმეტ კითხვებს ნუ სვამ!
ღამის ოთხ საათზე ოთახებამდე ძლივს მივაღწიეთ და რათქმაუნდა ეგრევე გავითიშეთ სასიამოვნო შეგრძნებაა როცა იცი რომ ხვალ არსად არ ხარ წასასვლელი და შეგიძლია შუა დღემდე იძინი რასაც ვერ ვიტყვი ივიზე ხვალ bts:runს იღებენ ამიტომ ტანჯვა მოუწევს მითუმეტეს გამოუძინებელზე გუდ ლაქ ივიჯან!

Girl From a Dream✅Where stories live. Discover now