წინასწარ დადგენილი კანონები, დაწესებული მოსაზრებები, გაცვეთილი ოცნებები. რაც თავი მახსოვს მუდმივად იგივეს ვისმენ. "იუნგი, კარგად უნდა ისწავლო"; ''იუნგი, არ შეიძლება ადამიანს შეეპასუხო თუ შენთვის მნიშვნელოვან საკითს დასცინის"; "იუნგი, მეტი უნდა მოინდომო, ხომ არ გინდა ოჯახი შეარცხვინო". რატომ? რატომ არ შეიძლება დამაკმაყოფილებლად ვისწავლო, რატომ არ შეიძლება დავიცვა ჩემთვის მნიშვნელოვანი მაშინ როცა ვიღაცამ მას პირდაპირ შეაფურთხა, რატომ არ უნდა გავაკეთო ის რაც ნამდვილად მინდა. ის რაც მე მინდა.
ყოველთვის ვოცნებობდი რაღაც უფრო დიდზე. არ ვკმაყოფილდებოდი იმით რაც მქონდა, თუმცა რას ვამბობ, არასდროს არაფერი მქონია. ოცნება და სურვილი იყო ერთადერთი რაც გამაჩნდა. დასანანია მხოლოდ დაჟინებული სურვილი არ არის საკმარისი იმ სამყაროში სადაც ნაგავად აღგიქვამენ თუ უკვე რაიმე ღირსეული არ გაქვს ჩადენილი. ვაჭარბებ, რომელ ღირსეულობაზეა საუბარი, უბრალოდ ძვირიანი მანქანა, ანდაც რამდენიმე სახლია საჭირო და ბუმ, ყველა გაფასებს. არავინ ინდობს ჩემნაირებს. მახსოვს მხოლოდ ერთხელ ვიტირე. ერთადერთხელ წამსკდა მწარე ცრემლები თვალებიდან, როდესაც თავად არ ვიცი როგორ, პირველად ჩავწერე ორი ალბომი. ორად ორი ალბომი რომლებშიც მთელი ძალისხმევა და სული ჩავდე. ჩემივე სკოლის წინ ვიდექი, ცალ ხელში ერთი ალბომი მეჭირა, ცალში კი მეორე. უბრალოდ ვთავაზობდი ჩემი ასაკის ბავშვებს, თუ სურვილი ჰქონდათ მოესმინათ. გულწრფელად მაინტერესებდა მათი აზრი, რა უნდა გამეუმჯობესებინა რომ შემექმენა ისეთი მუსიკა, რომლითაც დატკბებოდნენ და მართლაც ესიამოვნებოდათ მოსმენა.
რა მივიღე სანაცვლოდ...
სრულიად უცნობი ადამიანი, არასდროს შემიმჩნევია, არ ვიცნობდი, ერთხელაც კი არ გვისაუბრია, კამათზე ხომ საუბარი ზედმეტი იყო. მოვიდა და ორივე ალბომი დამაგდებინა. თითქოს ეს არ ყოფილიყო საკმარისი, უკვე გატეხილს ზედ თავისი ბინძური ფეხსაცმელებით შეადგა. გაანალიზება ვერ მოვასწარი რომ უკვე გაპარტახებული ალბომები შემრჩა ხელში. რისთვის გააკეთა ეს? გავამართლებდი, მისთვის რომ რამე დამეშავებინა მაგრამ არა. უბრალოდ მოუნდა და გადაწყვიტა ის გაენადგურებინა რაც ჩემთვის სამყაროს ნიშნავდა მისთვის - არაფერს.
YOU ARE READING
SHADOW☯︎
Mystery / Thrillerსცენის ცენტრში ვიდექი და ყურადღებით ვაკვირდებოდი. გავიფიქრე - "ნუთუ სამუდამოდ შენს ჩრდილად დავრჩები'' ვიგრძენი მისი მზერა. ამდენ ადამიანშიც მოახერხა და მიპოვა. - ხომ გითხარი, ამის უფლება არ უნდა მოგეცა. იგივე გამომეტყველება გამოისახა მის სახეზე. ე...
