Lasting Scars - Chapter 1

551 67 33
                                        

ცხოვრება არ არის ადვილი, მაგრამ არც რთული. გააჩნია იმასაც, თუ რას მოგიტანს ის.
ზოგიერთვისთვის ცხოვრება მდინარესავით მიედინება, პრობლემების და დაბრკოლებების გარეშე, მაგრამ ზოგიერთვისთვის ცხოვრება ჩიხია, რომელსაც თავს ამ დაბრკოლებების გარეშე ვერ დააღწევს.

ადვილი იყო ჯიმინის ცხოვრება, სანამ მშობლებმა რაღაც თავისი ნებით არ გადაუწყვიტეს.
ჯიმინისთვის ჩანდა, რომ მას იდეალური ცხოვრება ჰქონდა. სინამდვილეში ასე არ იყო.
ომეგა ბულინგის მსხვერპლი იყო ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ის ყველას ალფა ეგონა, თავისი თავის ჩათვლით.

პაკ ჯიმინი პაკების ოჯახის ერთადერთი მემკვიდრეა, რომელიც იზრდებოდა ისე, როგორც ალფა, მისი არარსებული სურნელის გამო.

დიახ სწორედ გაიგეთ, არარსებული სურნელი. ჯიმინი სურნელის გარეშე დაიბადა რაც ძალიან უცნაურია ომეგასთვის, რადგან სამყაროში ჯერ ასეთი რაღაც არ მომხდარა. ნუთუ ვის გაუგია ომეგა სურნელის გარეშე? ისინი ხომ ყველაზე სათუთი და ტკბილი არსებები იყვნენ. ხოლო ალფებისთვის ეს ხშირად დამახასიათებელი იყო და სურნელს თექვსმეტი წლის ასაკში ამჟღავნებდნენ.

ზუსტად ამიტომ ეგონათ პაკებს, რომ მათი ერთადერთი შვილი ალფა იყო და არა ომეგა.

მას ალფასავით ზრდიდნენ. ასწავლიდნენ თუ როგორ უნდა ყოფილიყო გავლენიანი, ძლიერი ალფა. ისეთი, რომელსაც ყველა თავს უხრის, ადიდებს და იზიდავს.
ჯიმინი ყველაფერს აკეთებდა, რომ ოჯახისთვის ესიამოვნებინა. მას მოსწონდა დიდება და ვერასდროს ვერ იტყოდა ამაზე უარს.
ყველა რჩევა და დარიგებას ითვალისწინებდა, მაგრამ რატომღაც არაფერი არ გამოსდიოდა.

მისი გვარისდა მიუხედავად, სკოლაში ძალიან ბევრი აბულინგებდა, რადგან ალფასთვის მას ზედმეტად ნაზი სხეული ჰქონდა. პატარა იყო, არც მაღალი, არც დაკუნთული (კუნთი ალბათ მხოლოდ სხვაზე და სიზმარში ჰქონდა ნანახი), სულ დაბნეული დადიოდა. მუდმივად ატარებდა სათვალეს. ჰქონდა ცოტატი გრძელი, გვერძე უცნაურად გადაწეული თმა და იცვამდა ჩვეულებრივ ტანსაცმელს. რომ გენახათ იტყოდით, ალბათ რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვაო.
მას მეგობრებიც კი არ ჰყავდა ნორმალური. ვინც ჰყავდა ისინიც გავლენის და ფულის გამო.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჯიმინის ცხოვრება არ იყო კარგი, მაგრამ ამას თვითონ ვერ ამჩნევდა.

Under a ContractWhere stories live. Discover now