10

821 68 6
                                    

თეჰიონი's pov:

-იო საავადმყოფოში წავიყვანე. მთელი ღამე ეძინა და ნემსებს უკეთებდნენ. მის სანახავადაც არ მიშვებენ უკვე მთელი დღეა, ამიტომ ცოტაც და ალბათ გავრეკავ...ჩემი პატარა მას რომ რამე დაემართოს, არ ვიცი რას ვიზამ...ძალიან ვნერვიულობ და აქეთ–იქით დავდივარ...აჰა ეღირსა ამ ექიმსაც გამოსვლა

მე–ძლივს...–გავჩერდი და ამოვიხვნეშე

ექიმი–თქვენ ალბათ ბატონი თეჰიონი...–თქმა არ დავაცადე 

მე–დიახ მე ვარ და იო როგორაა?

ექიმი–იო?–სიცილი დაიწყო

მე–ისა და მის სახელზე აზრი ვინმემ გკითხათ? ან რა უფლებთ დასცინით? დიახ იო ქვია და რამე პრობლემაა? ჯობია მითხრათ როგორ არის!–ტონს ავუწიე

ექიმი–კარგით მაპატიეთ

მე–არა...

ექიმი–რა?

მე–რაც გაიგე

ექიმი–უკაცრავად მაგრამ...–ხელი ავწიე რომ გაჩუმებულიყო და პალატაში შევედი. იოს კათეტერი ხელიდან მოვაცილე და ფეხაკრეფით წავედი გასასვლელისკენ. ყველა მე მიყვიროდა, მაგრამ მაინც არ გავჩერდი. იო მანქანის უკანა სავარძელზე დავაწვინე და საჭესთან დავჯექი...

მე–მალე ყველაფერი დასრულდება პატარავ!–სარკის დახმარებით იოს გავხედე და მანქანა დავქოქე...

...

ტელევიზორში:

ჟურნალისტი–სეულის მთავარი საავადმყოფოდან გაიტაცეს 17–წლის ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც შემთხვევის დროს ჯერ კიდევ ეძინა. პაციენტი გუშინ, საღამოს საათებში  თავად ბრალდებულმა მოიყვანა უგონო მდგომარეობაში და დღეს დილის შვიდ საათზე განახორციელა გოგონას გატაცება, რომელიც სავარაუდოდ, წვრილმანებიდან გამომდინარე მის გეგმებში არც შედიოდა. გამტაცებელი მაღალი, გამხდარი ახალგაზრდა ბიჭი იყო. მუქი ყავისფერი თვალებითა და ამავე ფერის თმით. ამავდროულად საკმაოდ სიმპატიურიც. გოგონას ყველა ის გამოკვლევა ჩაუტარდა რაც მთავარი იყო და ამ მოკლე დროში მოხერხდა. ელექტროენცეფალოგრაფიის შეგებით თუ ვიმსჯელებთ თავის ქალის დაზაიანება არ აღენიშ...–ტელევიზორი გავთიშე

what's my name? (დასრულებული)Where stories live. Discover now