ჯერ არ ვაპირებდი გამოქვეყნებას, მაგრამ ორი დღეა ერთ სიტყვასაც ვერ ვწერ, არადა ფიკები რიგში დგანაგ💁
იქნებ ერთი ორი კომპლიმენტი მივიღო და ჩემს ტვინზე დოპინგივით იმოქმედოს😌
ჯონ ჯონგუკი, მოკაშკაშე ვარსკვლავია დედამიწაზე. ოქროს აიდოლი და ომეგების გულთამპყრობელი, ყველაზე პოპულარული ალფა. სტატიები მის შესახებ ყოველთვის ამშვენებს ჟურნალების ყდებს, თვით სრულყოფილება. ნაგვის გადასაყრელად რომ გამოვიდეს უკვე დღის ტრენდად იქცევა თვითერზე. აიდოლი იდეალური სხეულით, გამოკვეთილი კუბიკებით მუცელზე, ფართო მხრებითა და სექსუალური, სავსე ბარძაყებით. მისი სახე კი ერთდროულად საყვარელი და მამაკაცურია, ნათელი ღიმილით და ქვედა ტუჩს ქვემოთ მიმზიდველი, პატარა ხალით. მას შეუძლია ყველაფერი ამ ქვეყნად, სიმღრა, ცეკვა, რეპი, ბიდბოქსი და თან ძალიან ძლიერია. ხორცშესხმული ოცნება ყველა ომეგისთვის და არა მარტო. სოლო არტისტი, რომლის კონცერტებიც უზარმაზარ სტადიონებზე იმართება.
ჯონგუკი არ დაბადებულა ვერცხლის კოვზით პირში, მას ორად ორი რამ ქონდა, ნიჭი და შრომისმოყვარეობა. ღარიბი ოჯახის შვილი ბუსანიდან, რომელიც სკოლაში შეამჩნიეს მენეჯერებმა და შემოთავაზებებს იღებდა სხვადასხვა კომპანიიდან. როცა პირველად მოხდა მსგავსი რამ ეგონა ეხუმრებოდნენ, ვერ იჯერებდა წარმოუდგენელ გამართლებას. მას არასდროს უფიქრია აიდოლობაზე აქამდე, აზრადაც კი არ გაუვლია, მაგრამ ქონდა ოცნება, გამხდარიყო მდიდარი და გავლენიანი ალფა. ბიგჰიტი ამის შანსს აძლევდა და ისიც ბრჭყალებით ჩაებღაუჭა მას, არაფერზე დაიხევდა უკან, საკუთარი ხორცის დაგლეჯა რომ დასჭირვებოდა, მაინც მიაღწევდა მიზანს.
ჯონგუკში ყოველთვის იყო ძლიერი ცეცხლი რომელსაც ყველა ხედავდა, მის თვალებში მოგიზგიზე ალი არასდროს ყოფილა დამალული და შეუმჩნეველი. ბავშვობიდან ძლიერი ნებისყოფის მქონე მუხლჩაუხრელად შრომობდა, ხშირი დაცემისგან მუხლებგადაყვლეფილი დადიოდა, მაგრამ მაინც მიაღწია მიზანს. გზა სცენის მეფობისაკენ ეკალბარდით იყო მოფენილი და ყოველი ნაბიჯი სისხლის და ტკივილის ფასად იდგმებოდა, აღარაფერს ვამბობ ოფლზე და მითუმეტეს ცრემლებზე, რომელიც მას არასოდეს უღვრია.
YOU ARE READING
fake
Fanfiction" ჩემი გულის ნამსხვრევებს გაგიფენ ფეხქვეშ, დაე მთელი ცხოვრება მასზე იარო. აღარაფერი გამაჩნია საკუთარი, რაც შენთვის არ მომიცია და მე არ შემწევს ძალა, მათი უკან დაბრუნების..." ჯეონ ჯონგუკი, წარმატებული და ყველასათვის სასურველი აიდოლია, მაგრამ მას ყელშ...
