1♡'・ᴗ・'♡1

5.6K 313 197
                                    

-კიმ თეჰიონ იცოდე განანებ რომ ჩემს ტანსაცმელს ასე უდიერად ეპყრობი, ნუთუ ვერასდროს ისწავლი მათ თავის ადგილზე დაბრუნებას?-გაჰყვირის გაბრაზებული ომეგა და ცდილობს საწოლზე მიყრილ ტანსაცმელს თავისი ადგილი მიუჩინოს

-რატომ უნდა მივალაგო მე როცა შენ აქ ხარ-უემოციოდ ამბობს ომეგა და ფრჩხილების ხეხვას უდარდელად განაგრძობს

-იცოდე ვერ გადამირჩები თუ კიდევ ვიხილავ ჩემს ტანსაცმელს მსგავს მდგომარეობაში-ხმას კიდევ უფრო უწევს ომეგა და თავის ძმას ტანსაცმელს უქნევს, რომელიც ოსტატურად იცილებს მას

-საერთოდ არ გიყვარვარ, ყოველთვის მეჩხუბები და გულს მტკენ-ტირილს იწყებს ომეგა და გადმოღვრილ ცრემლებს ჟაკეტის მანჟეტებით იწმენდს

-საიდან მოიტანე რომ არ მიყვარხარ, რა სისულელეებს იგონებ თეჰიონ-ბრაზობს ომეგა და თვალცრემლიან ძმას უახლოვდება

-ვიცი ასეა, არ გიყვარვარ იმიტომ რომ შენი ნამდვილი ძმა არ ვარ-სრუტუნებს ომეგა, ფეხებს სავარძელში კეცავს და ცრემლიან წამწამებს წამდაუწუმ აფახულებს

-მისმინე თეჰ-ლბება ომეგა-გთხოვ ეს სისულელე აღარ გაიმეორო კარგი? შენ ჩემი ძმა ხარ, ჩემი საყვარელი, ერთადერთი ძმა და მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ-ძმას თმაზე ეფერება და ცრემლებს წმენდს

-მაშინაც ყველაზე მეტად გეყვარები როდესაც შენს ალფას შეხვდები?-ბუტბუტებს ბიჭი და საკუთარ თითებს ეთამაშება

-რა თქმა უნდა, შენ ყოველთვის ყველაზე მეტად მეყვარები, იმიტომ რომ ჩემი ერთადერთი სულელი მესაკუთრე ძამიკო ხარ-თბილად იღიმის ომეგა და ძმას გულში იკრავს.

***
Flashback

-დედა ვინ არის ის ომეგა?-პატარა ომეგა თითს იშვერს თავისი ტოლი ომეგასკენ და დედას თვალებში შესციცინებს

-ის თეჰიონია ჯიმინ. ის შენ ძამიკო იქნება, არ გიხარია?-ღიმილით ეუბნება ქალი და შუბლზე კოცნის მის კალთაში მჯდომ პატარა ომეგას

The Camp/ბანაკი ✅Where stories live. Discover now