We've updated our Content Guidelines.
Review the latest guidelines to keep sharing stories safely.

პროლოგი.

1.5K 75 5
                                        

-იცოდი? - იკითხა მან,ღალატის და დანაშაულის გრძნობა კლავდა,რაც მას უფრო ცივს ხდიდა და იმაზე სუსტს,როგორიც აქამდე იყო.

- ვიცოდი. - მეორე ბიჭმა თავი დაუქნია ნაღვლიანი ღიმილით სახეზე.

- როდის გაიგე?

- როცა დიაგნოზი დაგისვეს. - უპასუხა. - პირველი დღიდან.

- იცოდი და არაფერი მითხარი?!

- ჯონგუკ,შენ კვდები და ჩემთვის არაფერი გითქვამს!

- არ მინდოდა,რომ გენერვიულა,ჯიმინ. - ჯონგუკმა შეწუხებული სახით უპასუხა.

- არც მე მინდოდა,რომ გენერვიულა. - ჯიმინი ცდილობდა ძლიერად დარჩენილიყო.

- ანუ,ამდენი ხნის განმავლობაში,როცა ვამბობდი,რომ დაღლილი ვიყავი. ამდენი ხნის განმავლობაში მე-

-ვიცოდი. ვიცოდი,რომ გტკიოდა და მალავდი. ვიცოდი,რომ საღამოობით ჩუმად იღებდი პრეპარატებს აბაზანაში, და ისიც ვიცოდი,რომ ექიმთან მიდიოდი მაშინ,როცა ამბობდი რომ გადაუგებელი საქმე გქონდა. ვიცოდი,რომ სამსახურიდან წამოხვედი იმის გამო,რომ ჩემთან მეტი დრო გაგეტარებინა. და ვიცოდი... - თქვა ჯიმინმა,ნერვიულობისგან ხელები შეკრა,მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი გაიხსენა.

ამას ვეღარ გააკეთებდა. ჯიმინს მეტი არ შეეძლო. ეს დრო იმის მალვაში გაატარა,რომ იცოდა მისი ცხოვრების სიყვარულის დაავადების შესახებ,იცოდა,რომ კვდებოდა. ნელ ნელა სუსტდებოდა მის თვალწინ და ჯიმინს არაფერი არ შეეძლო,გარდა იმისა,რომ ეყურებინა,როგორ ქრებოდა დღითიდღე ჯონგუკი. უწევდა თავი ისე მოეჩვენებინა ჯონგუკისთვის,თითქოს ამის შესახებ არაფერი იცოდა და ეს ჯიმინს შინაგანად კლავდა.სანამ ამას გაიგებდა,ყელში უფრო და უფრო მაგრად ეჩხირებოდა რაღაც,იქამდე სანამ ლაპარაკი აღარ შეეძლო. ცრემლები თავისუფლად მოდიოდნენ მის ლოყებზე.ყველა ემოცია,რომელსაც აქამდე მალავდა საბოლოოდ ამოვიდა.

- მაპატიე. - ეს იყო ერთადერთი რამ,რაც ჯონგუკს შეეძლო ეთქვა. ის უყურებდა,როგორ საშინლად ტიროდა ჯიმინი მის თვალწინ.

- არ წახვიდე. - ჯიმინი თხოვდა,ძლივს ლაპარაკობდა,ფეხები ვეღარ დაიმორჩილა და იატაკზე დავარდა. - გთხოვ,არ დამტოვო,ჯონგუკ! მარტო არ დამტოვო. შენს გარეშე არ შემიძლია! არ შემიძლია... არ წახვიდე. გუკ,გთხოვ-- .

- მაპატიე. - თქვა ჯონგუკმა,ჯიმინის წინ დაიჩოქა და ის გულში ჩაიკრა,მის მკლავებში მოაქცია,თან იმეორებდა, - მაპატიე,ჯიმინ. მაპატიე...

till my last breath | JIKOOKStories to obsess over. Discover now