19.თავი

864 57 16
                                    

აიღე ტელეფონი და დარეკე სალისთან ამას ვეუბნებოდი საკუთარ თავს ბოლო 6 დღის განმავლობაში.

საწოლზე ვიწექი და ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე დამერეკა . ტელეფონი საწოლის გვერდით მდგარი ტუმბოდან ავიღე , და კონტაქტებში შევედი მაგრამ სანამ ზარს გავუშვებდი ტელეფონი იქამდე მოვისროლე საწოლზე და იქამდე ვუყურებდი სანამ ეკრანი არ გაშავდა .

დარწმუნებული ვარ, რომ ზეინი და ჯიჯი კარგი მშობლები იქნებიან ვერ ვხედები რა მიშლის ხელს სალისთან დარეკვაში .

ტელეფონი კიდევ ერთხელ ავიღე და ამჯერად  არც ჩამირთვას მხოლოდ შავ ეკრანს ვუყურებდი .

- ხო იცი ტელეფონი როგორ მუშაობს?- გაისმა ჰარის ხმა ოთახში , რომელიც კართან იდგა და იქედან მიყურებდა.

- ვიცი - ვუთხარი ჰარის და ტელეფონი ისევ საწოლზე დავაგდე .

- ლიზა არ გიფიქრია, იმაზე რომ დარეკვა მხოლოდ იმიტომ არ შეგიძლია , რომ ამის გაკეთება არ გინდა - მითხრა ჰარიმ და ოთახში შემოვიდა

- მაგრამ მინდა დარეკვა - ვუთხარი ჰარის საწყალი სახით

- მართლა?- მკითხა ჰარიმ და ჩემთან ჩამოჯდა საწოლზე.

- მართლა, მინდა რომ ეს წყვილი იყოს ჩემი ბავშის მშობლები - ვუთხარი ჰარი

- მაშინ  რა გაჩერებს ? - მკითხა ჰარიმ სერიოზულად მაგრამ მისი ხმა მკაცრი არ იყო

- ის , რომ ეს დასასრული იქნება - ვუთხარი ჰარის საწყალი სახით

- ეს ასე არ მუშაობს ლიზ , ბავშის მშობლები ის წყვილი მაშინ გახდება როდესაც მათ სასამართლო დამტკიცების , ეს კი ბავშვის დაბადებიდან 1 კვირაში ხდება - მითხრა ჰარიმ

- ლეგალურად ასე - ვუთხარი ჰარის - მაგრამ მე თუ ამ ბავშვის გაშვილებაზე ამ წყვილს დავთანხმდები , უკან ვერ დავიხევ , ეს ჩემგან საშინელი საქციელი იქნება.

- უნდა დამშვიდება და სწორ გამოსავალზე იფიქრო  - მითხრა ჰარიმ

Flatmate (H.S)Where stories live. Discover now