10.თავი

958 61 8
                                    

მგზავრობის დროს მეტი აღარ გვისაუბრია . ვულვერჰემპტონი არც ისე შორს არის ლონდონიდან ამიტომაც დიდი გზა არც გვქონდა დარჩენილი .

ცოტახანში ლიამმა მანქანა დედაჩემის სახლის წინ გაჩერა , ჩემს ძველ სახლს შევხედე რომელიც 6 წელია არ მინახავს

- კარგი გრძნობაა დაბრუნება ?- მკითხა ლიამმა

- არც ისე - ვეუბნები და ღვედს ვიხსნი - საბარგულიდან ჩემი ნივთები უნდა ავიღო

- დახმარება გჭირდება ?- მკითხა ლიამმა

- არა მხოლოდ პატრა ჩანთა - ვუთხარი ლიამს და მანქანიდან გადმოვედი .

საბარგული გავაღე და ჩემი ჩანთა გამოვიტანე . შემდეგ წინა სარკესთან დავუბრუნდი .

- მადლობა რომ მომიყვანე და ასევე საჩუქრისთვის - ვუთხარი ლიამს ღიმილით

- არაფრის ლიზა - მითხრა ღიმილით - ხვალ საღამოს გამოგივლი და ერთად დავბრუნდეთ უკან  , კარგი ?

- კარგი - ვეუბნები ლიამს - ნახვამდის

ნელი ნაბიჯებით სახლისკენ მიმივდივარ

- ლიზა მოიცადე - მესმის ლიამის ხმა მანქანიდან , მისკენ ვტრიალდები

- დაბადების დღეს გილოცავ - მეუბნება კიდევ ერთხელ

- ხომ მომილოცე უკვე დილით ?

- ხომ მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა მთქევა - მითხრა ლიამმა ღიმილით

სახლში იქამდე არ შევსულვარ სანამ ლიამმა მანქანა არ დაძრა და თვალს არ მიეფარა.

სახლის აივანზე ავედი და კარზე ზარი დავრეკე , კარი დედამ გაღო .

- დააგივანე - მითხრა როცა დამინახა

- სულ რაღაც ხუთი წუთით - ვუთხარი თვალების ტრიალით - და არ არის რამე ისეთი რაც უნდა მითხრა ამის გარდა ?

- ხო , ბოდიში - მებუბნება დედა და სახლში მიშვებს - დაბადების დღეს გილოცავ, საყვარელო

Flatmate (H.S)Where stories live. Discover now