- კი ჯობს ჩემთან გავიაროთ და გამოვიცვლი , თორემ ეს ჯინის მთელი დღეა მუცელზე მაჭერს - ვუთხარი ქლოის

- კარგი რათქმაუნდა - მითხრა მან

ამის შემდეგ ორივე ავტობუსი გაჩერებისკენ წავედით.

- არ მესმის , როგორ იმოგზაურე მთელ მსოფლიოში ისე , რომ ლონდონში რამდენიმე თვით არც კი გიცხოვრია - მითხრა ქლოიმ როცა ავტობუსში ერთმანეთის გვერდით დავსხედით

- ამის საშუალება არასდროს მქონია, და მართალი  რომ გითხრა არც სურვილი - ვუთხარი მას და ფანჯრიდან გავიხედე

- მაგრამ ეხლა აქ ხარ

- ხო მაგრამ როგორც ჩანს სასურველი სტუმარი არ ვარ - ვუთხარი ქლოის და მას შევხედე - აქედან რაც შეიძლება მალე მინდა წასვლა.

- რას გულისხმობ ?- მკითხა ქლოიმ

- ხო გახსოვს რომ გითხარი მე და ლიამა ვიჩხუბეთ მეთქი ?

- კი, მახსოვს

- მე და ლიამმა იმის გამო ვიჩხუბეთ, რომ ბავშვის გაშვილება მინდა, მე ვუთხარი რომ ის Shitty friend - ია , მან კი მიპასუხა რომ არ არის რადგან მის სახლში ლამის უფასოდ მაძლევს ცხოვრების უფლებას , ის ფული კი რომელსაც მე ვაძლევ გადასახადებისა არ ყოფნის .

- ოჰჰ - მხოლოდ ეს იყო რაც ქლოიმ თქვა

- ამის შემდეგ ყველაფერის დატოვება და წამოსვლა მინდოდა

- მაშინ რატომ არ წამოხვედი?- მკითხა ქლოიმ

- რადგან ჰარიმ მთხოვა, რომ დავრჩენილიყავი - ვუთხარი ქლოის ღიმილით

- ჰარიმ , ჰაჰ - თქვა ქლოიმ მოჭუტული თვალებით

- ვიცი რასაც ფიქრობ - ვუთხარი ქლოი თვალების ტრიალით - ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ

- რა თქმაუნდა , მხოლოდ მეგობრები -  თქვა სარკაზმით ქლოიმ

უბრალოდ თავი გავაქნიე და ფანჯრიდან ყურება განვაგრძე.

როდესაც ბინაში მივედით ცარიელი იყო , ამიტომაც ქლოის ვთხოვე მისაღებში დამლოდებოდა მე კი ჩემს ოთახში შევედი გამოსაცვლელად.

Flatmate (H.S)Where stories live. Discover now