17.Every Breath You Take

Start from the beginning
                                    

"გულის ცემა...გთხოვ არასდროს დაივიწყო მისი გულის ცემა."

სამი თვის განმავლობაში,ღამე არ გავა ისე ამ სქრინზე,რომ არ ვიფიქრო,თუმცა ამაოდ.ვერ ვიხსენებ რა მიზნით შევინახე."

-ზეინ მაიონეზი აღარ გვაქვს?-დავუყვირე მას.
-ვივიენ სამი ქილა მაიონეზი შეჭამე და კიდევ გინდა?-სამზარეულოში ტომიმ შემოყო თავი.
-ტომ!სად იყავი?
-მეგობრებს ვემშვიდობებოდი,
ლონდონში ვბრუნდები!
-როდის?-ერთდროულად დავიყვირეთ მე და ზეინმა.
-ხვალ საღამოს!

არ მოგატყუებთ თუ გეტყვით,რომ ზეინი სამზარეულოში შემოფრინდა და თითი ჩემსკენ გამოიშვირა.
-არა!ამასთან მარტო არ დამტოვო.
-ტომ!Black Ops III?ვინ მეთამაშება Call Of Duty-ის?-სასოწარკვეთით წამოვიძახე.
-ბავშვები ხართ!როდესმე გაიზრდებით?-სიცილით თქვა ტომიმ.
-რატომ გადაწყვიტე ლონდონში დაბრუნება?-იკითხა ზეინმა.
-კლინიკა მალიკ!
-ვივიენიც წაიყვანე,თორემ შენი წასვლიდან ერთ საათში რომელიმეს მკვდარს გვიპოვიან.-უცებ შეჩერდა და უხერხულად შემომხედა.
-ჯანდაბა!ისევ ეს მზერა!ლონდონზე საუბრისას სულ ასე რატომ მიყურებ?-ბრაზით წამოვიძახე.
-ვივიენ...შენ...ანუ...კარგი იქნება ლონდონში თუ დაბრუნდები...იქ გელოდ...ანუ ჰარ...ჯანდაბა!დაივიწყე!-ნერვულად თქვა ტომიმ და თმები აიჩეჩა.
-სულელი ნუ გგონივარ!ვხვდები რომ რაღაცას მალავთ!

-რა აზრი აქვს თქმას,მაინც დაგავიწყდება.
-ზეინ!-დაიყვირა ტომიმ და მისაღებში გაათრია.თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და მაცივარში მაიონეზს დავუწყე ძებნა.
-ვივიენ მოდი PlayStation-ი გველოდება.-მესმის ტომის გამომწვევი ხმა.
-თუ მოვიგებ ნიუ-იორკში დარჩები.
-თუ წააგებ ლონდონში გამომყვები.-ეშმაკურად თქვა და ჯოისტიკი გამომიწოდა.
-ტომ რისი იმედი გაქვს?ერთხელაც არ წაუგია ვივიენს.-სიცილით წამოიძახა ზეინმა.
-ცდა ბედის მონახევრეაო.-თქვა ტომიმ და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.

-აბა ბიჭოს მომინდომა!მიდი ვივიენ ამ ჟღვინტიან კაცს ანახე თამაში როგორ უნდა!გელა,გელა გარბის ყველა!-დარბოდა
იქეთ-აქეთ ზეინი და მისი ჭკუით ასე მამხნევებდა.-ვივიენ სუფთა დარტანიანი ხარ!
-დიუმა საფლავში კი არ ბრუნავს,
სალტოებს აკეთებს!-ისე თქვა ტომიმ თვალი ეკრანისთვის არ მოუშორებია.
-ცოდვილო მოკვდავო ხმა ჩაიგდე,თორემ ვეტყვი ვივიენს ბრიტნი სპირსის პოსტერზე დღემდე,რომ ანძ...-ვერ დაასრულა სათქმელი ზეინმა,რადგან ტომიმ პირზე ხელი ააფარა და ძირს დააგდო.
-ზეინს ხელი ბრიტნის მაჩალკავ!-დავიყვირე ბოლო ხმაზე და მათთან გავჩნდი,ზეინი წამოვაყენე და ოთახში სირბილი დავიწყეთ.

Wet Cherry (დასრულებული)Where stories live. Discover now