-ვივიენ ერთი წუთით მოდი აქ.-მითხრა ჰარიმ.მივუახლოვდი,ხელი მომკიდა და ტერასაზე გამიყვანა.
-ხვდები,რომ ცალტვინა გოგოსავით იქცევი?-მკითხა ჰარიმ.
-შენი აზრით?ჯანდაბა!ვითომ თვითონ მსიამოვნებს დებილის შთაბეჭდილებას,
რომ ვტოვებ.
-ჰოდა ნუ დატოვებ,ცოტა აზრზე მოდი.-ხელი ჩამკიდა და ოთახში შემიყვანა.
ზეინის გვერდით დივანზე დაჯდა და გვერდით მიმიჯინა.

ზეინს ვაკვირდები.

"რატომ არის ასეთი იდეალური?"

-ასე ნუ უყურებ,თორემ მის მაგივრად,მე ვგრძნობ თავს უხერხულად.-ჩამჩურჩულა ჰარიმ.
-მაინც ვერ მივხვდი დილით ჩემს ლოგინში რა უნდოდა?ან რატომ ჩამიხუტა?
-ადრე მისი ოთახი იყო,დიდი ალბათობით ბალიში ეგონე.-სიცილით მითხრა.
-მის ოთახში ვიწექი?

ზეინს ტელეფონზე დაურეკეს,როგორც მივხვდი მისი დაცვა იყო.
-უკვე?მეგონა ფრენა საღამოს იქნებოდა.
კარგი გამოვდივარ.-თქვა ზეინმა,საუბარი დაასრულა და ჩვენ შემოგვიტრიალდა.
-გუშინ ახლოს ვიყავი და გადავწყვიტე აქ შემომევლო,ცოტა უხერხულად გამოვიდა.
ჰარიეტ ისევ შევხვდებით!
-მეორედ ეგ არ დამიძახო!-უთხრა ჰარიმ და გადაეხვია.

-აბა ჩემო მონავ,შეხვედრამდე.-
ჩუმად,თუმცა საკმაოდ ხმამაღლა თქვა იმისთვის,რომ გამეგონა,თვალი ჩამიკრა და ოთახი დატოვა.

"იდიოტო ვივიენ!შენი მონა?სრულ ჭკუაზე ხარ?საერთოდ რატომ ვუთხარი ეს ?"

აქსელი P.O.V*

თითქოს რაღაც ხდება.ისეთი რის შესახებაც არ ვიცი ან მიმალავენ,ვერ ვისვენებ.მეირინს ლოყაზე ვკოცნი და საწოლიდან ვდგები,სწრაფად ვიწესრიგებ საკუთარ თავს და კლუბში მივდივარ.
შესვლისთანავე ალკოჰოლის სუნი მიწვავს ცხვირს.
-ბობი გამწოვების ჩართვას არ აპირებ?-დავიყვირე ბოლო ხმაზე.
-აქსელ?-ნამძინარევი ხმით იკითხა.-Bro ამ დილაადრიან აქ რამ მოგიტანა?
-არ ვიცი!არაფერია ახალი?
-რასთან დაკავშირებით?
-არ ვიცი.
-მოიცა!ჰარი!ახლა გამახსენდა!ჰარი დაბრუნდა!
-ხუმრობ?
-არა.
-და ამის შესახებ ახლა მეუბნები?-დავუყვირე ბოლო ხმაზე.-რა უნდა?
-არ ვიცი,იქნებ უბრალოდ ლონდონი მოენატრა.
-ბობი!-კბილებში გამოცრით ვუთხარი.ბობი ერთ ადგილზე ვერ ჩერდება,ხელებით თმას ათამაშებს რაც იმას ნიშნავს,რომ რაღაცას მიმალავს.

Wet Cherry (დასრულებული)Where stories live. Discover now