D

499 52 2
                                    


[not edited]

-ფრთხილად თეჰი,მანდ საღებავია-ყვირის უმცროსი,მაგრამ ქერა ვერ გებულობს და ხორცისფერი საღებავი მის თეთრს მაისურს მთლიანად ფარავს.

სანახაობისაგან ჯონგუკი სიცილს ვერ იკავებს და ცდილობს საღებავის ფუნჯით სახე დაფაროს,მაგრამ უფროსი მას ამჩნევს და გაბრაზებული,ყურებამდე წითლდება.

-სულ არ არის სასაცილო-ბუტბუტებს და კედელთან ჯდება.

-პატარა თეჰიონი გამიბრაზდა?-იღიმის ჯონგუკი და გვერდით უჯდება.სიამოვნებით ჩაეხუტებოდა მას საღებავით,რომ არ იყოს მოსვრილი.

-პატარა შენ ხარ-პასუხობს ქერა და მხარზე ოდნავ გაკრა.

-ეგ ასაკით თორემ...

-თორემ რა-წამოიყვირა თეჰიონმა და გაბრაზებულმა დასვრილი ფუნჯი უმცროსს სახესთან აუქნია.

-თორემ...რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია ახლა ჩვენს ახალ აპარტამენტში ვართ.ერთი სული მაქვს როდის დავასრულებთ შეღებვას.

-ჰო,მეც ძალიან მინდა მალე დავასრულოთ,მაგრამ მაინც ვფიქრობ,რომ ჩვენით ვერაფერს ვიზამთ.უკვე რამდენი დღეა ვღებავთ და ჯერ ერთი ოთახიც კი არ დაგვისრულებია.დავიღალე გუკი-ამოიოხრა თეჰიონმა და უმცროსს ჩაეხუტა.

ჯონგუკი ჩახუტებისას დაიჭყანა.გაახსენდა,რომ ქერა საღებავით იყო დასვრილი,მაგრამ საბოლოოდ დანებდა და ხელები მოხვია.

თეჰიონსა და ჯონგუკს დიდი ხანი არ არის რაც ერთად ცხოვრება აქვთ გადაწყვეტილი.თეჰიონს დიდი ხანია,რაც ეს აპარტამენტი შეძენილი აქვს და თავის სახელოსნოდ იყენებს.მაგრამ,როდესაც ჯონგუკმა ერთად ცხოვრების იდეა წამოჭრა,დათანხმდა და აპარტამენტი შესთავაზა.ჯონგუკს ძალიან მოსწონს ეს ადგილი,მაგრამ თავს უხერხულად გრძნობს,რომ თვითონ ვერ შეძლო რაიმე ხარჯის გაწევა და ამიტომაც თეჰიონი დაარწმუნა,რომ გადასახადებს ის გადაიხდიდა.

წყვილი მზადაა დარჩენილი ცხოვრება ერთად გაატარონ.უკვე თვეებია რაც ერთმანეთს ხვდებიან და ფიქრობენ,რომ ერთად ცხოვრება მათი შემდეგი ნაბიჯი იქნება წარმატებისაკენ.

Different sides||Taekook✔حيث تعيش القصص. اكتشف الآن