•1•

92 5 1
                                        

გაზაფხულის მშვენიერი დღე არის.

9 წლის ვიყავი პირველად ამ ადგილას, რომ მოვედი.

თავიდან შესვლას ვერ ვბედავდი, რადგან ჭორები დადიოდა, რომ შიგნით სულები იყვნენ.

უბრალოდ საათობით ვიდექი, შესასვლელთან და ყველაფერს კარგად ვაკვირდებოდი.

ულამაზესი იყო, მთელი ბილიკის გასწვრივ საკურას ჯარი იდგა, სიო კი მის ფოთლებს მიმოფანტავდა ირგვლივ.

ხეების ბოლოს კიბეები იყო, რომელიც დაბლა ჩადიოდა და დიდი გვირაბი.

კარგად მახსოვს პირველად შიგნით შესვლა, რომ ვცადე.
კიბეებს ნელი ნაბიჯებით ჩავუყევი და გვირაბს, რომ მივადექი უკან დავიხიე.

დიახ, ზუსტად გვირაბი მაშინებდა, შიგნით საშინელი სიბნელე სუფევდა, მაგრამ იგივეს სიჩუმეზე ვერ ვიტყოდი.

მაშინ პატარა გოგონას ხმა მომესმა, იცინოდა.

იმდენად შემეშინდა, რომ სიტყვებით ვერ ავღწერდი.

ბებიას მოვუყევი და მითხრა კიბეებს, რომ ჩავუყვებოდი დიდი მინდორი იყო და არავითარი ბნელი გვირაბი არ არსებობდა.

ერთი კვირის შემდეგ კვლავ ვცადე გვირაბში შესვლა, კვლავ გოგონას ხმა მომესმა, ოღონდ ეს ხმა არ ეკუთვნოდა პატარა ბავშვს, არამეს დიდს... ისევ შიშმა იჩინა ჩემში და უკან გამოვბრუნდი.

დღეები ნელ-ნელა გადიოდა, მე კიდევ უფრო მიმძფრდებოდა იმის სურვილი, რომ გამეგო გვირაბის მეორე მხარეს რა ხდებოდა.

კარგად მახსოვს 22 მარტი იყო, დილის ათ საათზე უკვე გვირაბთან ვიდექი და საკუთარ თავს ვამხნევებდი.

გვირაბში ნელა შევედი, საშინლად მეშინოდა თან ყურებში ჩამესმოდა გოგონას ნაზი ხმა.

ნაბიჯს ნელ-ნელა ავუჩქარე, სინათლეს ვხედავდი, რომელიც გვირაბის ბოლოდან მოდიოდა.

საკუთარი თავით ვამაყობდი.

გულში სიხარულისაგან გავყვიროდი, როგორც იქნა ვნახავდი იმ ადგილს, რომელზეც ყოველ ღამე ძილის წინ ვფიქრობდი.

ვერც კი გავიაზრე ისე მოვიტოვე გვირაბი უკან..

წინ არაჩვეულებრივი სანახაობა გადამეშალა, ირგვლივ სულ საკურას დაინახავდით, ბალახი ვარდისფერი ფოთლებით დაფარულიყო და პეპლები დაფრინავდნენ.

გაოცებული ვიდექი და რამდენიმე წუთი ყველაფერს კარგად ვაკვირდებოდი.

-ლამაზია არა?- ზუსტად ის ნაზი ხმა გვირაბიდან, როკ მესმოდა.

თავი სწრაფად მივაბრუნე იმ ადგილისკენ საიდანაც ხმა გავიგე.

ჩემს გვერდზე გოგონა იდგა ასე 17-18 წლის, თეთრი უბრალო კაბა ეცვა,  ლამაზი სახის მოყვანილობით, ცისფერი თვალებით და ღია ფერის თმით.

-მ...მმშვენიერია.-ხმა მიკანკალებდა.

თვალს ვერ ვაცილებდი, იმდენად ლამაზი იყო.

თავი ჩემსკენ მოაბრუნა და გამიღიმა.

-მოგესალმები ჩემს სამყაროში.

____________________________________

Heyyyyyyyy

ეს უბრალოდ საცდელი თავია..

პატარა და საცდელი.

იმედია თქვენში ინტერესს გამოიწვევს.

🌸😊




▪promise.▪Stories to obsess over. Discover now