სიმართლე

93 24 9
                                    

საათზე მეტია შავთმიანი ბიჭი გონზე მოვიდა. თუმცა უმეტყველო თვალებით აშტერდება ჭერს. აიგნორებს შემაწუხებელ მზერას რომელიც მისი სახისკენაა მიპყრობილი. სეჰუნს უკვე იმაშიც ეპარებოდა ეჭვი საერთოდ თუ ესმოდა მისი.
-მე ლუჰანი მქვია!-სიჩუმე შავთმიანის მტკიცე ხმამ დაარღვია. საუბარი დაიწყო თუმცა უემოციო მზერა წამითაც არ შესცვლია და არც სეჰუნისთვის შეუხედავს.
-მიხარია რომ როგორც იქნა შენი სახელი მითხარი.-შინაგანად ბედნიერებისგან იწვოდა, თუმცა მის ხმაში ცინიზმის გარდა ვერაფერს ამოიკითხავდით.
-დამაცადე! საუბარი აღარ შემაწყვეტინო. უბრალოდ მომისმინე. ოდესმე რამე გსმენია მაქციის შესახებ?-კითხვით მიმართა სეჰუნს. მისი აზრი დიდად არც აინტერესებდა. პასუხის მოსმენის გარეშე განაგრძო საუბარი-მაქცია ერთდროულად ადამიანიც არის და მგელიც. არსებობს მაქციების ორი ტიპი. 1. ის ვინც მაქციად დაიბადა და 2. ის ვინც გარდაიქმნა.

-ზღაპრებს მიყვები? უამრავი ფილმი მაქვს ნანახი მაქციებზე. იმის მაგივრად რომ ამიხსნა სად იყავი ამ დროის მანძილზე, შენ მაქციებზე მესაუბრები?

-არასდროს გიფიქრია რატომ მიხორცდება ჭრილობები ასე მალე?

-საით მიგყავს საუბარი?

-მე იტუკის შთამომავალი ვარ. პირველი მაქციის.
იცი მგლებს სამუდამოდ ერთი უყვართ. ისინი ერთი მდედრის ერთგულნი არიან. არც მამაჩემი იყო გამონაკლისი. თუმცა ის არასდროს ყოფილა დედაჩემის ერთგული. მას ადამიანი უყვარდა. ქალი სახელად გვინე. როდესაც გვინემ მამაჩემის შესახებ გაიგო ის წავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა რომ სიმსიმნით მოკვდა და ვაჟი დარჩა. ჩანიოლი გვინეს შვილია რომელიც მამაჩემმა გაზარდა. რადგან დედამისზე იყო შეყვარებული.
მიხედავად ამისა ჩანიოლი არასდროს მინახავს. მანამ სანამ სრულწლოვანი არ გახდა. მამაჩემმა იგი მოაქცია. მაშივე მივხვდი ვინ გახდებოდა ხროვის ალფა მამაჩემის შემდეგ. ჩანიოლს ალფისთვის უნიკალური სხეული და თვისებები ჰქონდა, ჩემგან განსხვავებით. ამისდა მიუხედავად მომავალ ალფად მამაჩემმა მე წარმადგინა. ჩემი სჯეროდა.
მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა. ხროვიდან სწორედ იმ დღეს გამომაგდო როცა შენ მიპოვე. ჩემი ნაკაწრები და ჭრილობები. ეს წესია. ამაში ხროვის ყველა წევრს შეაქვს წვლილი. როდესაც ხროვასთან კავშირს წყვეტ მათ შენი ყველა მოგონება მიაქვთ. სწორედ ამიტომ არ ვიცოდი არაფერი. განდევნილები ადამიანურ ცხოვრებას იწყებენ. მათ არაფერი იციან მათი წარსულის შესახებ. უბრალოდ სწავლობენ ადამიანობას და ქმნიან ოჯახებს. აღარც სავსე მთვარეობისას გადაიქცევიან.
ჩემთან ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ასეთი რამ ისტორიას ერთხელ ახსოვს მხოლოდ. განდევნილ მგელს ვადა ერთი წელი აქვს. ერთი წლის მანძილზე ის თვითდაუნებურად კლავს მასში ყველაფერ მგლურს. მე კი პირიქით ვაღვიძებდი მას. ჩემი ბუნებრივი ფერი თეთრია. როცა შენ მიპოვე ქერა თმები მქონდა. ეს იმის ნიშანი იყო რომ ჩემი მგლური მხარე აღარ არსებობდა. გახსოვს ბოლო თვე? ჩემი თმები და თვალები გაშავდა. ბოლო თვის მანძილზე ვიბრუნებდი მოგონებებს. სააბოლოოდ კი სავსე მთვარის წინ, მე წავედი. ეს რომ არ მექნა შენ აღარ იარსებებდი. მე ახლა ბნელი მგელი ვარ. ჩემი  შურისძიების სურვილი იმდენად დიდი იყო რომ წაშლილიც კი აღვადგინე. ბნელი მგელი ყველა იმ კლანჭის პატრონის გულს ჭამს ვინც მას ჭრილობა მიაყენა. გესმის ახლა ვინ ვარ და რატომ წავედი? ჩემი ძალები ყველა მგელზე ათჯერ ძლიერია რადგან თვეების მანძილზე არ გადავქცეულვარ. თავის კონტროლი არ შემიძლია. მიუხედავად იმისა რომ ჩემს მგლურ მხარეს შურისძიება სწყურია, მე მაინც არაფერი დამიშავებია ჩემი ხროვისთვის. ისინი მაინც ჩემს ნაწილს წარმოადგენენ.
რატომ მეშინია ჩანიოლის? ის ჩემთან მოდის მამაჩემის ხროვით. რომლის სათავეშიც უკვე ის დგას. მამაჩემი ჯადოქარმა გაყინა და ალფა ჩანიოლი გახდა.

Please Save Me!Where stories live. Discover now