შენ ჩემი პასუხისმგებლობა ხარ!

326 36 4
                                    

მაღალი, გამხდარი ბიჭი სეულის ბნელ ქუჩებში მიაბიჯებს. მისი სიარულის მანერა, ყველასგან განსხვავებულია. ამაყად, დინჯად, თავაწეული დგავს ყოველ ნაბიჯს და გარემოს ათვალიერებს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მის ინტერესიან მზერას ცარიელი ქუჩის კედლები და კედლებთან დამტვრეულ შუშის ბოთლებიც კი იქცევენ. საინტერესოა რა მოხდა აქ. რატომ ეყარა კედელთან შუშის ნატეხები. ის არ ფიქრობდა ყველასავით. არ ფიქრობდა რომ აქ ვიღაც მთვრალმა გამოიარა, რომელმაც ეს ბოთლი უაზროდ შეალეწა კედელს. გინდაც ასე ყოფილოყო, მას მიზეზი აინტერესებდა. რატომ უნდა მოქცეულიყო თუნდაც უბრალო მთვრალი გამვლელი ასე. ყოველთვის ასეთი იყო, ყველაფერი დეტალი აინტერესებდა.
ნაბიჯებს შეუნელა, მისი ყურადღება ბნელმა ჩიხმა მიიქცია. ერთი შეხედვით რომ შეგეხედათ არაფერი სერიოზული არ ხდებოდა. თუმცა თუ კარგად დააკვირდებოდით თვალში მოგხვდებოდათ კედელზე, იქ სადაც უკანასკნელი სხივი აღწევდა წითელი სითხის წვეთები. ინტერესმა არც ახლა მოასვენა. შავი ელეგენტური პიჯაკის ჯიბიდან, ძვირადღირებული მობილური ამოიღო და გაანათა. დინჯი ნაბიჯებით დაიძრა ჩიხისკენ. გზას ინათებდა, მაგრამ უეცრად ნათება შეწყდა.

'კვების ელემენტი დაცლილია გთხოვთ მიუერთოთ დამტენს. ენერგიის დაზოგვა ავტომატურად ჩართულია'

-აჰ!-უკმაყოფილებისგან ხმადაბალი კვნესა მოსწყდა წითელ, თხელ ტუჩებს. 'ენერგიის დაზოგვა' გამორთო და კვლავ გაანათა. მობილური 12%-ს უჩვენებდა. კვლავ განაგრძო გზა. რაც უფრო ღრმად შედიოდა ჩიხში, მით უფრო იზრდებოდა წითელი სითხის რაოდენობა. აქამდე შენარჩუნებული სიმშვიდე, სადღაც გაქრა. შფოთმა შეიპყრო როდესაც ადამიანის თითებს მოჰკრა თვალი.

ნატიფი, ლამაზი, გრძელი თითები, წითელად იყო შეღებილი. შეეშინდა. ცხოვრებაში პირველად შეეშინდა ასე ძალიან, მაგრამ მაინც არ დანებდა. გზა გააგრძელა და თვალი გაუშტერდა პატრა, მობუზული, წითლად შეღებილი სხეული რომ მოხვდა თვალში. ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. შეშინებული უკან ნელი ნაბიჯებით წავიდა.

სიჩქარეს მოუმატა, ნელა სიარული სირბილში გადაიზარდა. უკანმოუხედავად გარბოდა.
შეჩერდა.
არა!
ის ადამიანი ასე უბრალოდ ჩიხში მიგდებას არ იმსახურებდა. როდის აქეთ გახდა ასეთი ლაჩარი? ადამიანია რომელსაც დახმარება სჭირდება. ასე უბრალოდ ვერ მიაგდებს იქ, მღრღნელებმა რომ დაამახინჯონ მისი სხეული.
ის იზრუნებს იმაზე რომ საპატიო დაკრძალვა მოეწყოს.
უკან ბრუნდება.

მობილური ჯერ კიდევ ანათებს.
ხელში იღებს და რეკავს. მამაკაცის ბოხი ხმის გაგონებისას ღრმად სუნთქავს და ცდილობს სათქმელს თავი მოუყაროს.
-ჯერი-ხმა უთრთის. მოსაუბრესაც ეტყობა აღშფოთება მისი ბაგონის ხმის გაგებისას.-ჩემთან მოდი, ვიცი რომ იცი სადაც ვარ. იჩქარე, გთხოვ.

ტელეფონს თიშავს და ძირს მწოლიარე სხეულისკენ იხრება. იცის რომ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს მაგრამ პულსს მაინც უნიშნავს.
სისხლიან მტევანზე თითებს ფაქიზად ახებს, თითქოს არ უნდა დააზიანოს, ისედაც განადგურებული სხეული. თვალებიდან ცრემელები ცვივა. თუმცა არა სევდის, ბედნიერების ცრემლები. სიხარულისგან ალბათ იკივლებს კიდეც.

-ღმერთო ჩემო-შოკისგან ხმამაღლა იძახის. სუსუტი პულსია. თუმცა არის. ბიჭი მაინც გრძნობს მის ფეთქვას. ხელს ძირს გაწოლილი სხეულს უშვებს. მისკენ იხრება და ხელში იყვანს. მსუბუქია. ხელებში ფრთხილად მოიქცია. მის ადგილს თვითონ იკავებს. ძირს ჯდება და ფეხებზე იწვენს მასთან შედარებით პატარა სხეულს.-აქამდე სად არის. ჯანდაბა. მაინც და მაინც ახლა აგვიანებს.-ხელებში მოქცეულ სხეულს აკვირდება.-შენი გადარჩენა უნდა შევძლო. შენ ჩემი პასუხისმგებლობა ხარ!

მანქანის სინათლე თვალს სჭრის, მის წინ შავი ჯიპი ჩერდება. რომლიდანაც ასევე შავებში გამოწყობილი ბიჭი გადმოდის და დაბნეული აცეცებს თვალებს.
-აქეთ ჯერი-ხმამაღლა ამბობს ცივ კედელს მიყურებული და დაკუნთული, მაღალი, შავგვრემანი ბიჭის ყურადღებას იპყრობს.

.•° .•° .•°

ესეც პირველი თავი. გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

Please Save Me!Where stories live. Discover now