ჩემი არ გესმის?

136 31 3
                                    

სეჰუნი სახლში დატვირთული მივიდა. გეზი მაშინვე ბიჭის ოთახისკენ აიღო, კარები შეაღო და მომღიმარი წავიდა საწოლისკენ. თუმცა გაწბილებული დარჩა როდესაც საწოლში ვერავინ ნახა.

-ექიმო ლი! ექიმო ლი!-ლი სეჰუნის ყვირილის გაგონებისთანავე შევარდა ოთახში.-სად არის? სად არის ის ბიჭი?
-არვიცი. ცოტახნისწინ აქ იყო. წამლის მოსატანად ვაპირებდი წასვლას და დავტოვე. ასე უცებ სად უნდა გამქრალიყო?
-ჯანდაბა-თმაში ხელები შეიცურა და მთელი ძალით მოქაჩა.-კარგად მოვძებნოთ იქნებ ჯერ კიდევ აქ არის-იმედს არ კარგავდა სეჰუნი.

საწოლის ქვეშ შეიხედა, თუმცა არაფერი.
სააბაზანოში შევიდა. თითოეული კუთხე-კუნჭული დაათვალიერა მაგრამ ისევ არაფერი.
გარდერობშიც ნახა. ყველა ტანსაცმელი ძირს გადმოყარა. თუმცა არაფერი. თავიდან-ფეხებამდე ტანსაცმელებში იყო ჩაფლული. როდესაც ექიმის ყვირილი გაიგონა.
-ღმერთო ჩემო-შეშფოთებული ექიმი ერთ წერტილს მიშტერებოდა. სეჰუნმაც მის მზერას გააყოლა თვალი და გარდერობის თავზე შემომჯდარი ბიჭი დაინახა. ქერა, გრძელ თმებს მისი სახე დაეფარა. ტანს კი თეთრი ბინტები უფარავდა.
-მანდ როგორ მოხვდი?-ერთდროულად გახარებული და გაოცებული იყო სეჰუნი.-მოდი ჩამოგიყვან-ხელები ბიჭის მიმართულებით "გაიშვირა". ბიჭმა ჯერ მის ხელებს შეხედა, შემდეგ თვითონ სეჰუნს და კიდევ უფრო გაზარდა დისტანცია მასსა და სეჰუნს შორის.-ჩემი გეშინია? არაფერს დაგიშავებ-კიდევ უფრო ახლოს მიიწია ბიჭთან და რაც შეეძლო თბილად გაიღიმა. თუმცა ქერათმიანს რეაქცია არ ჰქოდნა მის საქციელზე.-კარგი. რადგან არ გინდა რომ მე ჩამოგსვა.-ცოტა წყენით წარმოთქვა და ექიმს მიუბრუნდა.-ექიმო ლი. დაცვას დაუძახეთ. ჩამოსვლაში დაეხმარონ.
-სეჰუნ, მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა. გონზე მოსასვლელად ორი დღე მაინც იქნებოდა საჭირო. ღრმა ჭრილობების შესახორცებლად კიდევ უფრო მეტი. ის კიდევ ვერ ხედავ სად ავიდა?-ექიმს სახეზე შიში ეწერა და თითოეულ სიტყვას სიფრთხილით და შიშით ამბობდა.
-ექიმო ლი. იმაზე კარგი რა არის თუ მალე გამოჯანმრთელდება?-სეჰუნთან შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. დანებების ნიშნად შებრუნდა და ოთახი დატოვა. ოთახის დატოვებისთანავე ქერათმიანმა ბიჭმა რომელიც აქამდე ექიმს უყურებდა, სეჰუნს გამოხედა. შემდეგ კი წარმოუდგენელი რამ გააკეთა. გარდერობის თავის ნაპირთან მოიწია. მაღლა ახტა. ჰაერში ბრუნი გააკეთა და ძირს ოთხით დაეშვა. სეჰუნს ამ ყველაფრის დანახვას დაკივლება უნდოდა. თუმცა გაღებული პირიდან ერთი ბგერაც არ ამოსვლია. შოკისგან ხმა წართმეოდა.
-ეს...რა იყო?-როგორც იქნა ხმა ამოიღო და ბიჭს რაც შეიძლება მოშორდა. ეს უცნაური ბიჭი აშინებდა. თანაც ძალიან.  -შენ... ეს... როგორ გააკეთე? თავს შენზე კარგად ვგრძნობ მაგრამ იმ სიმაღლიდან რომ გადმოვხტე კისერს მოვიტეხავ. შენ კი... აკრობატი ხარ? ჭრილობა ხომ არ გაგეხ...-საუბარი კარის ხმამ შეაწყვეტინა ოთახში ექიმი ლი შემოვიდა, მცველებთან ერთად. ძირს ოთხზე მთგარი ბიჭი რომ დაინახა გაუკვირდა.
-სეჰუნ შენ ჩამოიყვანე?-სეჰუნს შეხედა თუმცა როცა გაფითრებული და შეშინებული ბიჭი დაინახა მიხვდა რომ საქმე კარგად არ იყო. სეჰუნი ექიმის კითხვამ დააბნია. სიმართლე რომ ეთქვა ექიმი ისევ ჭრილობებზე და მის უცნაურობაზე დაიწყებდა საუბარს. ამიტომ უბრალოდ ძალა მოიკრიბა და რაც შეეძლო ხმამაღლა თქვა რომ ის დაეხმარა ჩამოსვლაში.
-კარგი.-მიუხედავად თავისი ეჭვებისა, ლი აღარ ჩაეძია ბიჭს.-ახლა დროა დაწვეს. ჭრილობები შეიძლება გაეხსნას.

Please Save Me!Where stories live. Discover now