წვიმა გიყვარს?

117 27 6
                                    

-წვიმა გიყვარს?-საუბრის წამოწყება სცადა. უშედეგოდ. პასუხად უბრალოდ არაფრისმეტყველი მზერა მიიღო. საუბარი კვლავ გააგრძელა და მზერა ფანჯარას მიაბყრო, რომელზეც წვიმის წვეთები მისრიალებდნენ-მე არ მიყვარს. ბევრი სევდა მოაქვს. ზოგს ეს ყველაფერი ლამაზად ეჩვენება, მაგრამ რა არის იმაში ლამაზი თუ ისინი ციდან ქვემოთ "მოდიან"? ციდან იმისთვის ეშვებიან რომ ქვესკნელში ჰპოვონ ადგილი? ეს რაღაც დაცემული ანგელოზის მსგავსია. ადრე მეგონა რომ წვიმა მათი ცრემლები იყო ვინც ამ ქვეყნიდან წავიდნენ. როდესაც ხედავენ როგორ ცხოვრობენ ის ადამიანები ვინც დატოვეს, ტირიან მათ შეცდომებზე. მათ უბედურებაზე. ყოველთვის ვცდილობდი დედაჩემს არ ეტირა და მის ცრემლებს, სხვის ცრემლებთან ერთად, ჩემს სახეზე არ გაეკვლიათ გზა და..-საუბრის განმავლობაში თავი არ აუწევია. უყურებდა თავის ცარიელ თეფშს და ფიქრობდა რომ ასეთი გულწრფელი უკვე დიდი ხანია არ ყოფილა. თავი გააქნია. თითქოს მომაბეზრებელი ფიქრებისგან ითავისუფლებდა გონებას.-შენ რატომ გიყვები ამ ყველაფერს? არც მე ვიცი. მგონი გავგიჟდი. ადამიანს ველაპარაკები რომლზეც არაფერი ვიცი. ისიც არ ვიცი ჩემი ესმის თუ არა.-ცრემლიანი თვალები მიაბყრო ქერათმიან ბიჭს რომელიც ახლა უკვე მას უყურებდა. არა უემოციო თვალებით. არამედ სხვა, რაღაც განსხვავებულით. ბიჭის თვალები არ იყო უემოციო. სეჰუნმა უბრალოდ გაიღიმა.-მეი ჩვენი სტეიკი მზად არის?-მეი იმდენად იყო სტეიკის მორთვით დაკავებული რომ სეჰუნის კითხვა არც გაუგია. ბიჭს გაეცინა. მეის მოსწონდა როდესაც სეჰუნისთვის საჭმელს ლამაზ შესახედაობას აძლევდა. არც ეს დღე ყოფილა გამორჩეული ახლაც ლამაზად გააწყო სადილი და სეჰუნს და მის სტუმარს გაუმასპინძლდა. დაბალ, ქერათმიან ბიჭს თვალები გაუფართოვდა როდესაც წინ საკვებით სავსე თეფში დაუდეს. ხელები თეფშის გარშემო დააწყო. არც ჩანგალი, არც დანა არ გამოუყენებია თეფშიდან პირდაპირ პირით დაიწყო ჭამა. სეჰუნს ბიჭის დანახვაზე ხელიდან სასმლით სავსე ჭიქა გაუვარდა.

Please Save Me!Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ